![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/Heraclius_II_of_Eastern_Georgia.jpg/640px-Heraclius_II_of_Eastern_Georgia.jpg&w=640&q=50)
ერეკლე II-ის ოჯახი
From Wikipedia, the free encyclopedia
მეფე ერეკლეს მრავალრიცხოვანი ოჯახი ჰყავდა. მან სამჯერ იქორწინა. ხოლო მისი შვილების ზუსტი რაოდენობა დღემდე ცნობილი არ არის. სხვადასხვა წყაროები განსხვავებულ ცნობებს გვაწვდიან. თვით ყველაზე უფრო პირუთვნელ საისტორიო წყაროებშიც კი ერთად თავმოყრილი არ არის ცნობები ერეკლეს ოჯახის წევრების შესახებ. ერთ-ერთი ვერსიით, მას ცამეტი ვაჟი და თერთმეტი ქალიშვილი ჰყავდა. ამათგან, ზოგი მათგანი დაბადებისთანავე გარდაეცვალა და ამ სამწუხარო ფაქტებს თავადვე მოსწრებია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/26/Heraclius_II_of_Eastern_Georgia.jpg/640px-Heraclius_II_of_Eastern_Georgia.jpg)
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/41/Darejan%2C_wife_of_Erekle_II_of_Georgia_%2818th_century%29.jpg/640px-Darejan%2C_wife_of_Erekle_II_of_Georgia_%2818th_century%29.jpg)
სხვადასხვა დროს ერეკლე II-ის მეუღლეები იყვნენ:
- ქეთევან ყაფლანიშვილი-ორბელიანი (1738-1744).
- ანა აბაშიძე (1745-1749)
- დარეჯან დადიანი (1749-1798)