ერევნის მეტროპოლიტენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერევნის კარენ დემირჩიანის სახელობის მეტროპოლიტენი (სომხ. Կարեն Դեմիրճյանի անվան Երևանի Մետրոպոլիտեն) — მეტროპოლიტენის ხაზთა სისტემა ერევანში, სომხეთი. გაიხსნა 1981 წლის 7 მარტს და მოიცავს 10 სადგურს, რომლებიც ერთ ხაზზეა განლაგებული (ასევე ერთი ცალმხრივი განშტოების „შენგავიტი — ჩარბახი“ ჩათვლით). ლიანდაგების საერთო სიგრძეა 12,1 კმ. გეგმაშია კიდევ 8 სადგურის დამატება. მშენებლობა დაიწყო 1970-იანი წლების ბოლოს, თავდაპირველად მეტროტრამის სახით, შემდეგ კი მეტროპოლიტენად გადაკეთდა.
ერევნის მეტროპოლიტენი | |
---|---|
ინფორმაცია | |
ქვეყანა | სომხეთი |
ქალაქი | ერევანი |
გახსნის თარიღი | 7 მარტი 1981 წ. |
ხაზის სიგრძე | 12.1 კმ. |
სადგურთა რაოდენობა | 10 |
ხაზთა რაოდენობა | 1 |
მგზავრები დღეში | |
მგზავრები წელიწადში | |
ხაზების სქემა | |
ერევნის მეტროპოლიტენი
|
||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბარეკამუტიუნი | ||||||||||
მარშალი ბაგრამიანი | ||||||||||
ერიტასარდაკანი | ||||||||||
რესპუბლიკის მოედანი | ||||||||||
ზორავარ ანდრანიკი | ||||||||||
დავით სასუნცი | ||||||||||
გორცარანაინი | ||||||||||
შენგავითი | ||||||||||
გარეგინ ნჟდეს მოედანი | ||||||||||
ჩარბახი | ||||||||||
რედ. |
მეტროპოლიტენის ხაზს ემსახურება ერთადერთი დეპო „შენგავიტი“. ხაზზე გამოყენებულია ორვაგონიანი/სამვაგონიანი მატარებლები (ვაგონის ტიპი 81-717/714 და თბილისში მოდერნიზებული 81-717М/714М).
მოძრავი შემადგენლობის კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია 2016 წლამდე მიმდინარეობდა მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალში, 2016 წლიდან კაპ. რემონტი ხდება დეპო „შენგავიტის“ ტერიტორიაზე, ეშსქ-ს თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად. [წყარო არ არის მითითებული 300 დღე]