![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e2/Cascada%252C_Erev%25C3%25A1n%252C_Armenia%252C_2016-10-03%252C_DD_21.jpg/640px-Cascada%252C_Erev%25C3%25A1n%252C_Armenia%252C_2016-10-03%252C_DD_21.jpg&w=640&q=50)
ერევნის კასკადი
From Wikipedia, the free encyclopedia
ერევნის კასკადი (სომხ. Կասկադ) — გრანდიოზული კიბე სომხეთის დედაქალაქ ერევანში. იგი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის კენტრონის დაბლობ არეალსა და მეზობლობის მონუმენტს. არქიტექტორების: ჯიმ ტოროსიანის, ასლან მხითარიანისა და სარგის გურზადიანის მიერ დაპროექტებული კონსტრუქციის მშენებლობა 1972 წელს დაიწყო და 1980 წელს დასრულდა.
სწრაფი ფაქტები ერევნის კასკადი, ზოგადი ინფორმაცია ...
ერევნის კასკადი | |
---|---|
Կասկադ համալիր | |
![]() | |
ზოგადი ინფორმაცია | |
შენობის ტიპი | კიბე |
არქიტექტურული სტილი | არტ-დეკო |
ქვეყანა |
![]() |
ქალაქი | ერევანი |
კოორდინატები | 40°11′28″ ჩ. გ. 44°30′55″ ა. გ. |
დაიწყო | 1971 |
დასრულდა | 1980 |
განახლდა | 17 ნოემბერი, 2009 |
სიმაღლე | 78 |
არქიტექტორ(ებ)ი | ჯიმ ტოროსიანი, ასლან მიხიტარიანი, სარგის გურზადიანი |
დახურვა
კასკადში, გარე საფეხურების ქვეშ განთავსებულია წყვილი ესკალატორი, რომლებიც კომპლექსს მთელ სიგრძეზე გასდევენ. კასკადის ექსტერიერი საფეხურების გარდა მოიცავს რამდენიმე დონეს, რომლებზეც შადრევნები და ქანდაკებებია განთავსებული. კიბე ფეხით მოსიარულეებს ხელს უწყობს დაინახონ ცენტრალური ერევანი და არარატის მთა.