From Wikipedia, the free encyclopedia
ერევნის ზოოპარკი (სომხ. Երևանի կենդանաբանական այգի) — 35 ჰექტარზე (86 აკრი) გაშენებული 1940 წელს დაარსებული ზოოპარკი ერევანში.
ზოოპარკის შესასვლელი | |
გახსნის თარიღი | 1941[1] |
---|---|
მდებარეობა | ერევანი, სომხეთი |
კოორდინატები | 40°11′45″ ჩ. გ. 44°33′01″ ა. გ. |
ცხოველების რაოდენობა | 2749 |
სახეობების რაოდენობა | 204 |
ერევნის ზოოპარკში სამშენებლო სამუშაოები 1941-1950 წლებში მიმდინარეობდა (მეორე მსოფლიო ომის პერიოდში მშენებლობა შეჩერებული იყო). ზოოპარკის გეგმის ერთ-ერთი ავტორი - არქიტექტორი გრიგორ აღაბაბაიანია. ამჟამად, ზოოპარკის დირექტორის თანამდებობა რუბენ ხაჩატურიანს უკავია.
ერევნის ზოოპარკში, ამჟამად 204 სახეობის 2749 ცხოველია. სამხრეთ კავკასიისა და სომხეთის ფაუნის წარმომადგენელი სახეობები ზოოპარკში არიან: მურა დათვები, ჯიხვები, გველგესლასებრნი და შავი სვავები, ხოლო ცხოველთა სხვა სახეობები მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან - ლომები, ვეფხვები, აფთრები და აზიური სპილო (გრანტი).
1991 წლის 14 ივნისს, ზოოპარკის ტერიტორიაზე ჩამოვარდა ვერტმფრენი Mi-8. დაცემის შემდეგ, ვერტმფრენი აფეთქდა, რასაც შედეგად ეკიპაჟის 3 წევრის დაღუპვა მოჰყვა. ინციდენტის შედეგად, ადგილზე არავინ დაშავებულა. ნაწილობრივ ჩამოინგრა რკინის ღობე[2].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.