ენჯი თომასი
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ენჯი თომასი (დ. 20 სექტემბერი, 1988, ჯექსონი, მისისიპი) — ამერიკელი მწერალი. ცნობილია 2017 წელს გამოცემული რომანით ღვარძლი, რომელსაც თესავ. ავტორის მეორე რომანი On the Come Up 2019 წლის 25 თებერვალს გამოიცა.
ენჯი თომასი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 20 სექტემბერი, 1988 (36 წლის) |
დაბადების ადგილი | ჯექსონი |
საქმიანობა | რომანისტი, საბავშვო მწერალი, მწერალი[1] და მუსიკოსი[1] |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | Belhaven University |
Magnum opus | ღვარძლი, რომელსაც თესავ |
ჯილდოები | Coretta Scott King Award[2] |
საიტი | angiethomas.com |
ენჯი თომასი დაიბადა და გაიზარდა მისისიპის ქალაქ ჯექსონში.[3] ავტორი დღემდე იქ ცხოვრობს.
ავტორი ბავშვობაშივე არაერთი სროლის მოწმე გახდა. იგი იმ სახლთან ახლოს გაიზარდა, სადაც სამოქალაქო უფლებათა აქტივისტი მედგარ ევერსი[3] მოკლეს, ხოლო 6 წლის ასაკში სროლასაც შეესწრო.
მცირე ხნით რეპს სწავლობდა, თუმცა მისი მუსიკალური კარიერა ხანმოკლე აღმოჩნდა. თომასმა სახვითი ხელოვნების ბაკალავრის ხარისხი ბელჰივენის უნივერსიტეტში მოიპოვა.[4][5] ის პირველი შავკანიანი თინეიჯერი იყო, რომელმაც შემოქმედებით წერაში დიპლომი მიიღო.[5]
პირველი რომანის შექმნაზე დიდი გავლენა მოახდინა საინფორმაციო ამბებში ოსკარ გრანტის მკვლელობის შესახებ სიუჟეტმა. თავდაპირველად თომასი ფენტეზის ჟანრში წერდა, მაგრამ წარუმატებლად, შემდეგ პროფესორმა ურჩია, რომ მისი გამოცდილება ფურცლებზე გადაეტანა. თომასმა აღნიშნა, რომ მისი შთაგონების წყარო ტუპაკ შაკური იყო. თომასს სურდა, რომ წერისასაც ის ემოციები გამოეწვია, რასაც ის გრძნობდა შაკურის სიმღერების მოსმენისას. წიგნის სათაურიც რეპერის ტატუს აკრონიმია: The Hate U Give – THUG.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.