From Wikipedia, the free encyclopedia
ენრიკე პენია ნიეტო (ესპ. Enrique Peña Nieto; დ. 20 ივლისი, 1966.) — მექსიკელი პოლიტიკოსი, მექსიკის პრეზიდენტი 2012-2018 წლებში. 2005-2011 წლებში იგი მეხიკოს შტატის გუბერნატორი იყო. 2011 წლის 19 სექტემბერს მან საკუთარი კანდიდატურა მექსიკის 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე წამოაყენა[1] და ფორმალურად 2011 წლის 27 ნოემბერს დარეგისტრირდა როგორც კანდიდატი. 2 ივლისს, ნიეტომ თავი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, მის მიერ დაგროვილი ხმები 37—38% იყო.[2] მოქმედმა პრეზიდენტმა, ფელიპე კალდერონმა მას გამარჯვება მიულოცა.[3]
ენრიკე პენია ნიეტო | |
მექსიკის პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 დეკემბერი, 2012 – 30 ნოემბერი, 2018 | |
წინამორბედი | ფელიპე კალდერონი |
მემკვიდრე | ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი |
დაბადებული | 20 ივლისი 1966 ატლაკომულკო, მექსიკა |
პოლიტიკური პარტია | ინსტიუციურ-რევოლუციური პარტია |
მეუღლე | მონიკა პრეტენილი საენსი (1993–2007); ანხელიკა რივერა (2010–2019) |
პენია ნიეტო მეხიკოს შტატის ქალაქ ატლაკომულკოში დაიბადა. ბაკალავრის ხარისხი პანამერიკულ უნივერსიტეტში (Universidad Panamericana) მიიღო, ბიზნესის მაგისტრის კი EGADE Business School-ში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.