From Wikipedia, the free encyclopedia
ენერგია (ბერძ. ἐνέργεια — „მოძრაობა“; აღნიშვნა: ) — ფიზიკური სიდიდე, რომელიც შეიძლება მიეკუთვნოს ნებისმიერ ნაწილაკს, სხეულს ან სხეულების ერთობლიობას და წარმოადგენს მოძრაობის და ურთიერთქმედების რაოდენობრივ ზომას. ენერგიის სხვადასხვა ფორმები მოიცავს კინეტიკურ ენერგიას, პოტენციურ ენერგიას, სითბურ ენერგიას, გრავიტაციულ ენერგიას, დრეკადობის ენერგიას, და სხვა. ენერგიის სხვადასხვა ფორმებს ხშირად სახელი ეწოდებათ მასთან დაკავშირებული (ასოცირებული) ძალის მიხედვით. გერმანელმა ფიზიკოსმა ჰერმან ფონ ჰელმჰოლცმა დაადგინა, რომ ენერგიის ყველა ფორმა ექვივალენტურია — ერთი ფორმის ენერგია შეიძლება გაქრეს, მაგრამ ენერგიის იგივე რაოდენობა წარმოიქმნება სხვა ფორმით.[1] ენერგია შენახვადი და სკალარული ფიზიკური სიდიდეა. SI სისტემაში ენერგიის ერთეული არის ჯოული, ხოლო გაუსის ერთეულთა სისტემაში - ერგი. ზოგიერთ სხვა დარგებში ენერგიის ერთეულად გამოიყენება აგრეთვე კილოვატ-საათი და კალორია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.