ემილ ბერნარი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემილ ჰენრი ბერნარდი (ფრანგ. Émile Bernard, დ. 28 აპრილი, 1868 — გ. 16 აპრილი, 1941) — ფრანგი პოსტიმპრესიონისტი მხატვარი და მწერალი, რომელსაც სახელოვნებო ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა ნიდერლანდელ პოსტიმპრესიონისტ მხატვართან, ვინსენტ ვან გოგთან, ასევე პოლ გოგენთან და ეჟენ ბოხთან,[2] ბოლო პერიოდში კი, პოლ სეზანთანაც. მისი ყველაზე ცნობილი და დაფასებული ნამუშევრები შესრულებულია ახალგაზრდობის წლებში, 1886–1897 წლებში ის ასევე ასოცირებულია კლოისონიზმთან და სინთეტიზმთან, XIX საუკუნის ორ გვიან მიმდინარეობასთან. ნაკლებად ცნობილია ბერნარის სამწერლო მოღვაწეობა, რომელიც შეიცავს პიესებს, ლექსებს, და კრიტიკულ წერილებს, ძირითადად ხელოვნების საკითხზე, ის ფლობდა დეტალურ ინფორმაციას და გარკვეული იყო იმდროინდელი თანამედროვე ხელოვნების ნიუანსებში, რაც საქმეს უმარტივებდა.
ემილ ბერნარი | |
---|---|
ფრანგ. Émile Bernard | |
ემილ ბერნარი, 1887 | |
დაიბადა | 28 აპრილი, 1868 |
დაბადების ადგილი | ლილი, საფრანგეთი |
გარდაიცვალა | 16 აპრილი, 1941 (72 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგი |
სფერო | მხატვარი |
მიმდინარეობა | პოსტიმპრესიონიზმი, სინთეტიზმი |
ჟანრი | პორტრეტი[1] , პეიზაჟი[1] , რელიგიური ფერწერა[1] , ნიუ[1] , cityscape[1] , საჟანრო ფერწერა[1] და მითოლოგიური ფერწერა[1] |
ცნობილი ნამუშევრები | ანდრიეს ბონგერი, ამბრუაზ ვოლარდი |