ქალაქი არგენტინაში, პატაგონიაში From Wikipedia, the free encyclopedia
ელ-კალაფატე (ესპ. El Calafate) — ქალაქი არგენტინაში, პატაგონიაში. მდებარეობს ლაგო-არხენტინოს ტბის სამხრეთ ნაპირზე, სანტა-კრუსის პროვინციის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ რიო-გალიეგოსიდან 320 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით. სახელი მომდინარეობს მცენარე კალაფატესგან (Berberis buxifolia) — პატარა ბუჩქი ყვითელი ყვავილებითა და მუქი ლურჯი კენკრით, რომელიც ძალზე დამახასიათებელია პატაგონიისათვის.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ელ-კალაფატე El Calafate | |||
| |||
ქვეყანა | არგენტინა | ||
პროვინცია (არგენტინა)|არგენტინის პროვინციები|პროვინცია | სანტა-კრუსის პროვინცია | ||
კოორდინატები | 50°20′22″ ს. გ. 72°15′54″ დ. გ. | ||
დაარსდა | 7 დეკემბერი, 1927 წ. | ||
ფართობი | 107,5 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 199 მ | ||
მოსახლეობა | 23 065[1] კაცი (2016) | ||
სიმჭიდროვე | 1 007,2 კაცი/კმ² | ||
სასაათო სარტყელი | UTC-3 | ||
სატელეფონო კოდი | +54 2965 | ||
საფოსტო ინდექსი | Z9405 | ||
ოფიციალური საიტი | elcalafate.gov.ar | ||
ელ-კალაფატე მნიშვნელოვანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა და კვანძია ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკის მოსანახულებლად, სადაც მდებარეობს პერიტო-მორენოს მყინვარი, ფიცროისა და სერო-ტორეს მთები.
ქალაქის ისტორია მეოცე საუკუნის ადრეულ წლებში იწყება. თავდაპირველად, ეს ადგილი ერთგვარი თავშესაფარი იყო მატყლით მოვაჭრეთათვის. ქალაქი ოფიციალურად 1927 წელს დაარსდა არგენტინის მთავრობის მიერ, რათა მომხდარიყო დასახლების წახალისება. 1937 წელს გაიხსნა ლოს-გლასიარესის ეროვნული პარკიც, რასაც ინფრასტრუქტურისა და გზების მშენებლობაც მოჰყვა.
2001 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 6 143 ადამიანს შეადგენდა, რაც 1991 წლის მაჩვენებელთან შედარებით 20,1%-ით იყო გაზრდილი.[2] ტურიზმის განვითარების წყალობით, 2014 წელს მოსახლეობის რაოდენობამ 20 000-ს მიაღწია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.