![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/98/El_Yunque_and_Baracoa%252C_Cuba%252C_from_the_south%252C_taken_May_2013_%2528cropped%2529.jpg/640px-El_Yunque_and_Baracoa%252C_Cuba%252C_from_the_south%252C_taken_May_2013_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ელ-იუნკე
From Wikipedia, the free encyclopedia
ელ-იუნკე (ესპ. El Yunque) — მთა კუბაში, სიერა-მაესტრის ქედზე. სიმაღლე 575 მ.[1] ქალაქ ბარაკოადან დასავლეთით მდებარეობს 7 კილომეტრში. წარმოადგენს მაგიდა მთას, რომელიც მოგვაგონებს გრდემლს, რის გამოც ეწოდა აღნიშნული სახელწოდება (yunque — ესპ. გრდემლი). გაწოლილია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარეების დუაბისა და ტოას ნაპირებს შორის. მთა ელ-იუნკე მოიხსენიება ქრისტეფორე კოლუმბის ამერიკის აღმოჩენის ქრონიკებში.[2] მთის პერიმეტრის სიგრძე 1125 მ-ია, ხოლო საერთო ფართობი 461 000 მ².
სწრაფი ფაქტები ელ-იუნკე ...
ელ-იუნკე | |
---|---|
![]() ელ-იუნკეს ხედი ბარაკოას ყურიდან | |
კოორდინატები: 20°21′08″ ჩ. გ. 74°34′26″ დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 575 მ |
ქედი | სიერა-მაესტრა |
დახურვა
1979 წლის 25 დეკემბერს კუბის ეროვნულმა კომისიამ ელ-იუნკე გამოაცხადა ეროვნულ ძეგლად.[1]