ელ-ალტო — ქალაქი ბოლივიის მთიანეთში. ერთ დროს წარმოადგენდა ლა-პასის უბრალო გარეუბანს, ამჟამად კი ბოლივიის ერთ-ერთი უდიდესი და სწრაფად მზარდი ქალაქია. 2001 წელს, მისი მოსახლეობა 649 958 ადამიანს შეადგენდა, უკვე 2010 წლისთვის კი 900 000-ზე მეტს. ელ-ალტო ზღვის დონიდან 4 150 მეტრზე მდებარეობს და წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მაღლა მდებარე ქალაქს. კლიმატი საკმაოდ ცივია. მაქსიმალური ტემპერატურა ზაფხულში 17 °С-ია.
ქალაქი | |||
---|---|---|---|
ელ-ალტო El Alto | |||
ქალაქის პანორამა | |||
| |||
ქვეყანა | ბოლივია | ||
დეპარტამენტი | ლა-პასი | ||
პროვინცია | პედრო-დომინგო–მურილიო | ||
კოორდინატები | 16°31′00″ ს. გ. 68°10′00″ დ. გ. | ||
მმართველი | ედგარ პატანა | ||
დაარსდა | 1985 | ||
ფართობი | 363 კმ² | ||
ცენტრის სიმაღლე | 4,150 მ | ||
მოსახლეობა | 900 000 კაცი (2010) | ||
სასაათო სარტყელი | UTC+4 | ||
სატელეფონო კოდი | 02 | ||
ელ-ალტო ბოლივიის ყველაზე სწრაფად მზარდი ქალაქია. ამის მიზეზია ლა-პასის დეპარტამენტიდან მიგრანტთა დიდი რაოდენობით შემოდინება, რაც განპირობებულია 1952 წელს დაწყებული სამრეწველო რეფორმით. ეს პროცესი კიდევ უფრო გაიზარდა უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. ამავე დროს, ელ-ალტო მთელს ლათინურ ამერიკაში ყველაზე დიდი ქალაქია ინდიელი მაცხოვრებლების რაოდენობით. მოსახლეობის 76% აიმარას წარმომადგენელია, 9% კეჩუას, 15% მეტისები და მხოლოდ 1% კრეოლები.
ქალაქში მდებარეობს ელ-ალტოს საერთაშორისო აეროპორტი.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- www.ine.gob.bo
- La Paz-El Alto City Guide დაარქივებული 2011-07-23 საიტზე Wayback Machine.
- Weather in El Alto დაარქივებული 2020-10-06 საიტზე Wayback Machine.
- El Alto Bolivia დაარქივებული 2018-03-29 საიტზე Wayback Machine.
- El Alto Bolivia(ES)
- INE - Instituto Nacional de Estadística de Bolivia
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.