ელონგაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ელონგაცია (ლათ. elongo — ვშორდები) მნათობისა:
- ქვედა პლანეტის ისეთი მდებარეობა ცის სფეროზე, როდესაც პლანეტა მზიდან მაქსიმალურად დაშორებული მოჩანს. მზის მიმართ პლანეტის მდებარეობის მიხედვით ელონგაცია შეიძლება იყოს აღმოსავლეთისა ან დასავლეთისა;
- პლანეტის თანამგზავრის უდიდესი კუთხური დაშორება პლანეტის ცენტრიდან;
- ვარსკვლავის ისეთი მდებარეობა ცაზე, როდესაც მისი აზიმუტის აბსოლუტური სიდიდე უდიდეს მნიშვნელობას აღწევს.