![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c5/Elizabeth_Warren_%252847992252913%2529_%2528cropped%2529.jpg/640px-Elizabeth_Warren_%252847992252913%2529_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
ელიზაბეთ უორენი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეთ ენ უორენი (დ. 22 ივნისი, 1949; ინგლ. Elizabeth Ann Warren) — ამერიკელი პოლიტიკოსი და ყოფილი აკადემიკოსი, უმცროსი სენატორი მასაჩუსეტსიდან 2013 წლიდან. იქამდე – იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი სხვადასხვა უნივერსიტეტებში საბანკროტო სამართლის სპეციალობით. უორენი არის დემოკრატიული პარტიის წევრი და ამჟამად კენჭს იყრის აშშ-ის 2020-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ელიზაბეთ ენ უორენი | |
---|---|
ინგლ. Elizabeth Warren | |
![]() | |
დაბ. სახელი | ელიზაბეთ ენ ჰერინგი |
დაბადების თარიღი | 22 ივნისი, 1949 |
დაბადების ადგილი | ოკლაჰომა სიტი, ოკლაჰომა, აშშ |
მოქალაქეობა |
![]() |
განათლება | ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი[1] , Rutgers School of Law–Newark, University of Houston, Northwest Classen High School და Rutgers Law School |
სამეცნიერო ხარისხი | ბაკალავრი და Juris Doctor |
ეროვნება | თეთრი ამერიკელები[2] |
პარტია |
რესპუბლიკური (1996-მდე) დემოკრატიული (1996–დღემდე) |
მამა | Donald Jones Herring |
დედა | Polly L. Herring (Reed)[3] |
მეუღლე/ები | Bruce Mann |
შვილ(ებ)ი | Alexander Warren და Amelia Warren Tyagi |
ჯილდოები | ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და Oklahoma Hall of Fame |
![]() | |
სენატის ვებ-გვერდი | |
უორენს დამთავრებული აქვს ჰიუსტონის უნივერსიტეტი და რატჯერსის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ასწავლიდა სხვადასხვა უნივერსიტეტებში – მათ შორის ჰიუსტონის, ოსტინის, პენსილვანიის და ჰარვარდის. პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე უორენი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პროფესორი კომერციულ სამართალში. არის 5 წიგნის ავტორი და 6-ის – თანაავტორი.
უორენი საჯარო პოლიტიკაში პირველად 1995 წელს გამოჩნდა, ხოლო ცნობადობა მოიპოვა 2000-იანი წლების ბოლოს, როცა მხარს უჭერდა საბანკო რეგულაციების გამკაცრებას 2007-08 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ. უორენმა აგრეთვე მონაწილეობა მიიღო მომხმარებელთა ფინანსური დაცვის ბიუროს შექმნაში და იყო პრეზიდენტ ბარაკ ობამას პირველი საგანგებო მრჩეველი.
2012 წლის ნოემბერში, უორენმა გაიმარჯვა აშშ-ის სენატის არჩევნებში მასაჩუსეტსის შტატიდან, დაამარცხა მოქმედი რესპუბლიკელი სენატორი სკოტ ბრაუნი და გახდა პირველი ქალი, რომელიც მასაჩუსეტს სენატში წარმოადგენს. უორენმა 2018 წელს მეორე ვადაზეც აირჩიეს. 2019 წლის 9 თებერვალს უორენმა გამოაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.[4]