ელექტრული კონდენსატორი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელექტრული კონდენსატორი (ლათ. condensare — „შემჭიდროვება“, „შესქელება“, ან ლათ. condensatio — „დაგროვება“) — პასიური ელექტრონული კომპონენტი, რომელიც წარმოადგენს დიელექტრიკით გარემოცული ორი ან რამდენიმე ელექტროდის (შემონაფენის) სისტემას, რომელსაც აქვს ელექტრული მუხტისა და შესაბამისი ელექტრული ენერგიის დაგროვების უნარი. იყენებენ ელექტრული ტევადობის შესაქმნელად.
პასიური ელექტრონული კომპონენტია და გამოიყენება გარკვეული ტევადობის მისაღებად სხვადასხვა ელექტრულ მოწყობილობებში. მისი დანიშნულებაა ელექტრული ველის ენერგიის დაგროვება. იგი შედგება ორი ფირფიტის ფორმის ბრტყელი ელექტროდისაგან და მათ შორის მოთავსებული დიელექტრიკისაგან, რომლის სისქე მცირეა ფირფიტის ზომებთან შედარებით.
კონდენსატორი მუდმივი დენის წრედში დენს არ ატარებს, რადგან იგი ცვლადი დენისაგან განსხვავებით ფირფიტებზე ვერ ახდენს პოლარობის ცვლილებას და შესაბამისად — მუხტის გადატანას.
კონდესატორის პირვანდელი ნიმუში შეიქმნა 1740-იან წლებში, რომელიც ახლა ცნობილია როგორც ლეიდენის ქილა. 1748 წელს ბენჯამინ ფრანკლინმა ასეთი ქილები მიმდევრობით შეართა და შექმნა ერთგვარი ელექტრული აკუმულატორი.
კონდენსატორის ტევადობა ელექტრულ სქემებში ხშირად მითითებულია მიკროფარადეებში (მკფ), თუმცა არსებობს ნანოფარადი(ნფ), პიკოფარადი(პფ) და ა. შ.