From Wikipedia, the free encyclopedia
ელენა ბულგარელი (ბულგ. Елена Българска) — სერბეთის დედოფალი. მეფე სტეფან დუშან IV-ის ცოლი და სტეფან უროშ V-ის დედა.
ელენა ბულგარელი იყო სამი ბალკანური დიდებული საგვარეულოს - კომნენოსების, ასენისა და შიშმანების დინასტიის - შთამომავალია. 1332 წლის 19 აპრილს, აღდგომას, იგი სერბეთის მეფე სტეფან დუშანზე დანიშნეს. ნიშნობა პოლიტიკურად მოტივირებული იყო. დასუსტებული ბულგარეთი ბიზანტიის წინააღმდეგ მოკავშირეს ეძებდა.
1347 წელს ელენა ბულგარელი მეუღლესა და შვილთან ერთად ეწვია ათონის მთას. რამდენიმე ისტორიული წყარო მას ათონის წმინდა მთის პირველ სტუმარ ქალად მიიჩნევს. 1355 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ გახდა თავისი მცირეწლოვანი შვილის რეგენტი.
გარდაიცვალა 1374 წლის 7 ნოემბერს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.