From Wikipedia, the free encyclopedia
ელგუჯა მაღრაძე (დ. 1 იანვარი, 1927 — გ. 23 ივნისი, 1999) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1970).
ელგუჯა მაღრაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 ოქტომბერი, 1926 თბილისი, საქართველოს სსრ |
გარდაცვალების თარიღი | 23 ივნისი, 1999 (71 წლის) |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა | საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მწერალი |
ჟურნალ „ნიანგისა“ და „მნათობის“ მთავარი რედაქტორი. გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოს“ დირექტორი, საქართველოს გამსახკომის თავმჯდომარე, საქლიტფონდის დირექტორი, სხვადასხვა დროს იყო „საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე და პირველი მდივანი. 1951 წელს გამოაქვეყნა პირველი ნაშრომი; 1963 წელს გამოვიდა მისი პირველი წიგნი „მეველე“; ინგლისურიდან თარგმნა ტომას მაინ რიდის, ჯონ გოლზუორთის, ართურ კონან დოილის, თომას მელორის და სხვათა ნაწარმოებები.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1997), ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემიის ლაურეატი (1997). ელგუჯა მაღრაძე გარდაიცვალა 1999 წლის 23 ივნისს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.