ეიფორია (სერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ეიფორია (ინგლ. Euphoria) — ამერიკული თინეიჯერი დრამატული სერიალი, რომელიც შექმნა და დაწერა სემ ლევინსონმა HBO– სთვის. ის დაფუძნებულია ისრაელში წარმოებულ ამავე სახელწოდების სერიალზე.[1] [2] ეიფორია-ში სიუჟეტი მიჰყვება საშუალო სკოლის სტუდენტების ჯგუფს მათი სექსუალური გამოცდილების, ნარკოტიკების, მეგობრობის, სიყვარულის, იდენტურობისა და ტრავმების მეშვეობით.[3] სერიალში მონაწილეობს ზენდეია მთავარ როლში, სხვა მსახიობებს შორის კი არიან: მაუდი ატაპოუ, ანგუს ქლაუდი, ერიკ დეინი, ალექსა დეიმი, ჯეიკობ ელორდი, ბარბი ფერეირა, ნიკა კინგი, სტორმ რეიდი, ჰანთერ შაფერი, ალფი სმითი, სიდნი სუინი და კოლმან დომინგო. სერიალის პრემიერა შედგა 2019 წლის 16 ივნისს.[4][5] 2019 წლის ივლისში სერიალი განახლდა მეორე სეზონით.[6] ფილმის სპეციალური ორი ეპიზოდი 2020 წლის დეკემბერში და 2021 წლის იანვარში გამოვიდა.
ეიფორია | |
---|---|
![]() ფილმის ლოგო | |
ჟანრი | თინეიჯერული დრამა |
ეფუძნება | რონ ლეშემისა და დაფნა ლევინის „ეიფორია“-ს |
რეჟისორი |
ავგუსტინ ფრიზელი სემ ლევინსონი ჯენიფერ მორისონი პიპა ბიანკო |
მონაწილეობენ |
ზენდეია მაუდე აპატოუ ანგუს კლაუდი ერიკ დეინი ალექსა დეიმი ჯეიკობ ელორდი ბარბი ფერეირა ნიკა კინგი სტორმ რეიდი ჰანთერ შაფერი ალგი სმიტი სიდნი სვინი კოლმან დომინიგო |
კომპოზიტორ(ებ)ი |
ლაბირინთი გუსტავ რიუდმენ ლამბარი |
ქვეყანა |
![]() |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 2 |
სერია | 18 |
წარმოება | |
ხანგრძლივობა | 50–65 წუთი |
ეთერში | 16 ივნისი, 2019 — დღემდე |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
ეიფორიამ კრიტიკოსებისგან ზოგადად პოზიტიური შეფასებები მიიღო. ისინი აქებდნენ მისი გადაღების სტილს, სიუჟეტის, მუსიკალურ გაფორმებას და მსახიობთა შესრულებებს (კერძოდ, ზენდეიას და შაფერის შესრულებები). სერიალმა მიიღო ნომინაციები ბრიტანეთის აკადემიის სატელევიზიო ჯილდოზე საუკეთესო საერთაშორისო პროგრამისთვის და TCA-ის ჯილდოს ნომინაცია დრამისათვის. თავისი შესრულებისთვის, ზენდეიამ მოიგო ემის ჯილდო და სატელიტის ჯილდო დრამატული სერიალის საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.