ოპერაცია ევფრატის ფარი (თურქ. Operasyon "Fırat Kalkanı") ან ჯარაბულუსის ბრძოლა — საზღვრისპირა ბრძოლა, რომელიც მიმდინარეობს მთელს სირიის საზღვარზე ქალაქ ჯერაბლუსთან, თურქეთის სამხედროების ოფიციალური განცხადებით,[3] სირიის თავისუფალი არმია, თურქეთის სპეცსამსახურების მხარდაჭერით, და ასევე სხვა შეიარაღებული ფორმირებების დახმარებით, ებრძვის როგორც ისლამურ სახელმწიფოს, ისევე სირიის დემოკრატიულ ძალებს (ქურთებს).
სწრაფი ფაქტები ევფრატის ფარი Fırat Kalkanı, თარიღი ...
ევფრატის ფარი Fırat Kalkanı |
---|
სირიის სამოქალაქო ომის და თურქეთ-დაეშის კონფლიქტის ნაწილი |
|
თარიღი |
24 აგვისტო 2016 – 29 მარტი 2017 |
---|
მდებარეობა |
ჯარაბულუსის ნაჰია, ჯარაბულუსის მინტაკა, თურქეთ–სირიის საზღვარი |
---|
შედეგი |
- თურქეთმა და სირიის ოპოზიციურმა ძალებმა ქალაქი ჯერაბლუსი და ნახევარი ათეული სოფელი გაათავისუფლეს.
- თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მეამბოხეებსა და ქურთებს შორის შეტაკებების გამო ქურთები გადავიდნენ ევფრატის აღმოსავლეთში.
|
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
|
დანაკარგები |
---|
|
29 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა |
|
დახურვა
თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, რომელიც მიმდინარე ოპერაციის პირველ დღეს გააკეთა, ეს კამპანია ისლამური სახელმწიფოს და ქურთების (სირიის დემოკრატიულ ძალების) წინააღმდეგ მიმართულია, რომლებიც ტერორისტული ჯგუფებია და საფრთხეს უქმნიან თურქეთს ჩრდილოეთ სირიაში.[4][5] ოპერაციამდე, სირიის ქურთი ძალები მიიწევდნენ ჯერაბლუსამდე, მანბიჯში გამარჯვების შემდეგ.[6]