From Wikipedia, the free encyclopedia
ქაფშია, ქამსა (ლათ. Engraulis encrasicolus) — თევზი ქაფშიასებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა ჩვეულებრივ 12–15 სმ, არაუმეტეს 20 სმ-ისა.[1] მაქსიმალური სარეკორდო წონა 49 გ.[2] გავრცელებულია ატლანტის ოკეანეში, ხმელთაშუა, შავ და აზოვის ზღვებში. წაგრძელებული სხეული აქვს. ხმელთაშუა ზღვაში იზამთრებს 150–200 მ სიღრმეზე, ხოლო შავ ზღვაში 140 მ სიღრმეზე. ახასიათებთ კვებასთან, გამრავლებასთან და დაზამთრებასთან დაკავშირებული მიგრაციები. ცოცხლობს 3–4 წელი.[3] სქესობრივ სიმწიფეს შეუძლია ცხოვრების პირველსავე წელს მიაღწიოს. იკვებება წვრილი პლანქტონური კიბოსნაირებით.[4] რეწვის მნიშვნელოვანი ობიექტია აზოვისა და შავ ზღვებში. თანამედროვე ლიტერატურაში ადრე გამოყოფილი ცალკეული ქვესახეობები შავი ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus ponticus) და აზოვის ზღვის ქაფშია (ლათ. Engraulis encrasicholus maeoticus) შავი ზღვის და აზოვის პოპულაციებისთვის არ განიხილება. ქაფშია დიდ ქარავნებად გვხვდება შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში.[4] მსუქანი და გემრიელი თევზია.[5]
ქაფშია | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Engraulis encrasicolus (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 198568 | |||||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.