ევროპის აკადემიური ცენტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის აკადემიური ცენტრი — 2009 წელს დაფუძნებული ორგანიზაცია. დღემდე მისი პროგრამების ბაზაზე გადამზადდა 5000-მდე ადამიანი. ცენტრის მისიაა საზოგადოების უზრუნველყოფა ინტელექტუალური და კვალიფიციური, მაღალი ზნეობრივი და მორალური ფასეულობების მქონე ადამიანური რესურსებით, რაც ხელს შეუწყობს დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას და მის წარმატებულ საერთაშორისო ინტეგრაციას. ევროპის აკადემიური ცენტრი წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც განათლების ხარისხის ამაღლების, არაფორმალური განათლების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დემოკრატიული პრინციპების განვითარების მხარდაჭერის მიზნით ახორციელებს ინოვაციურ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ სასწავლო და გაცვლით პროგრამებს.
სტატიაში გამოყენებულია ბევრი პირველადი წყარო. |