![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/5/51/Edward_Augustus_of_Hanover_duke_of_Kent.jpg/640px-Edward_Augustus_of_Hanover_duke_of_Kent.jpg&w=640&q=50)
ედუარდ ავგუსტი (კენტის ჰერცოგი)
From Wikipedia, the free encyclopedia
ედუარდ ავგუსტი (კენტის ჰერცოგი) (დ. 2 ნოემბერი, 1767 — გ. 23 იანვარი, 1820) — დედოფალი ვიქტორიას მამა და კენტის ჰერცოგი დაიბადა 1767 წლის 2 ნოემბრს ბუკინგემის სასახლეში, ლონდონში, ინგლისი. ედუარდი იყო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფის - ჯორჯ III-ისა და შარლოტ მეკლენბურგ-შტრელიცის 15 შვილთაგან მეხუთე, მას ედუარდი ბიძამისის - იორკის ჰერცოგის პატივსაცემად დაარქვეს. 1767 წლის 30 ნოემბერს ავგუსტი ბაპტისტურად მონათლეს, მისი ნათლიები კი იყვნენ ჩარლზ უილიამ ფერდინანდი, მეკლენბურგ-შტრელიცის ჰერცოგი ჩარლზი, ბრუნსვიკ-ვოლფენბუტელის პრინცესა და ჰესე-კასელის ლანდგრაფინა. კენტის ჰერცოგს თავიდან სახლში ასწავლიდა ჯონ ფიშერი, თუმცა შემდეგ ლუნენბურგში, ჰანოვერში და ჟენევაში წავიდა განათლების მისაღებად. ამ უკანასკნელში ცხოვრების სტილის შესანარჩუნებლად ვალების აღება დაიწყო (ზოგი ისტორიკოსი ირწმუნება, რომ არათუ ედუარდმა, არამედ ლეიტენანტმა კოლონელ ვანგენჰეიმმა აიღო მისი სახელით ვალები), თანაც ვინაიდან იგი პრინცი იყო, ყველა სესხულობდა მისთვის ფულს იქიდან გამომდინარე, რომ სამეფო ოჯახის წევრი იყო, რომელიც აუცილებლად დაუბრუნებდა თანხას.
ედუარდ ავგუსტი | |
---|---|
![]() ედუარდ ავგუსტი | |
ინგლისი პოლკოვნიკი | |
მმართ. დასაწყისი: | 1786 |
მემკვიდრე: | დედოფალი ვიქტორია |
ფელდმარშალი | |
მმართ. დასაწყისი: | 1805 |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 2 ნოემბერი 1767 |
დაბ. ადგილი: | ბუკინგემის სასახლე, ლონდონი, ინგლისი |
გარდ. თარიღი: | 23 იანვარი 1820 |
გარდ. ადგილი: | სიდმოუთი, ინგლისი |
მეუღლე: | დე სენტ-ლორი (1818-1820) |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ეროვნება: |
![]() |
ბრძოლები/ომები: |
საფრანგეთის რევოლუცია მეოთხე კოალიციის ომი მარტინიკის ომი |