![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/f3/EgiinGol.jpg/640px-EgiinGol.jpg&w=640&q=50)
ეგიინ-გოლი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეგიინ-გოლი (მონღ. Эг гол; Эгийн гол) — მდინარე მონღოლეთში, მდინარე სელენგის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 475 კმ, აუზის ფართობი 49 100 კმ². გამოედინება ხუბსუგულის ტბიდან ზღვის დონიდან 1645 მ სიმაღლეზე; მიედინება ფართო ხეობაში, მთა-ბორცვიან ტერიტორიაზე, სადაც ქმნის მრავალრიცხოვან ჭორომებს. მარცხნიდან ერთვის უურე-გოლი. გაზაფხულზე წყალუხვია, ზაფხულში იცის წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 40 კილომეტრზე დაახლოებით 100 მ³/წმ. იყინება 5-6 თვით. არის თევზი. 1990-იან წლებში დაგეგმილი იყო ჰესის აშენება, თუმცა ჩანაფიქრი არ განხორციელებულა.
სწრაფი ფაქტები ეგიინ-გოლი, ქვეყანა ...
ეგიინ-გოლი | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
სათავე |
ხუბსუგული 50°25′07″ ჩ. გ. 100°09′05″ ა. გ. |
სიგრძე | 475 კმ |
აუზის ფართობი | 49 100 კმ² |
![]() |
დახურვა