დუმაგვეტე
From Wikipedia, the free encyclopedia
დუმაგვეტე (ოფიციალურად ქალაქი დუმაგვეტე; სებ: Dakbayan sa Dumaguete) — მესამე კლასის შემადგენელი ქალაქი და აღმოსავლეთ ნეგროსის პროვინციის დედაქალაქი. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 131 377 ადამიანს. დუმაგვეტე აღმოსავლეთ ნეგროსის მასშტაბით პირველ ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.[2]
დუმაგვეტე | ||
ქვეყანა | ფილიპინები | |
---|---|---|
კოორდინატები | 9°18′37″ ჩ. გ. 123°18′29″ ა. გ. | |
ფართობი | 33.62 კმ² | |
მოსახლეობა | 134 103 (1 მაისი, 2020)[1] | |
სატელეფონო კოდი | 35 | |
საფოსტო ინდექსი | 6200 | |
ოფიციალური საიტი | http://www.dumaguetecity.gov.ph/ | |
| ||
დუმაგვეტე ფილიპინების ერთ-ერთი საუნივერსიტეტი ქალაქია. აქ ოთხი უნივერსიტეტი და უამრავი კოლეჯი მდებარეობს. ქალაქი პოპულარული საგანმანათლებლო დანიშნულების ადგილია ვისაიასისა და მინდანაოს სხვა პროვინციების სტუდენტებისთვისაც. ქალაქი ცნობილია სილიმანის უნივერსიტეტით, რომელიც პირველი პროტესტანტული და ამერიკული უნივერსიტეტი იყო ქვეყანის და აზიის მასშტაბითაც.[3][4] ქალაქში 18 საჯარო დაწყებითი სკოლა და 8 უმაღლესი საჯარო სკოლა მდებარეობს. ქალაქში სტუდენტთა საერთო რაოდენობა 45 000-ს შეადგენს.[5]
დუმაგვეტეში ენერგიის მთავარი წყარო პალინპინონში მდებარეო გეოთერმული სადგურია. მეცნიერები ქალაქის ფილიპინების საცდელ სიაში შეტანას აპირებენ, რათა შემდეგსი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნომინაციაზე წარადგინონ.[6]