From Wikipedia, the free encyclopedia
დუარტე პორტუგალიელი (პორტ. Duarte de Portugal; დ. 7 ოქტომბერი, 1515 — გ. 20 სექტემბერი, 1540) — ავისის დინასტიის წარმომადგენელი. პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და დედოფალ მარია არაგონელის ნაბოლარა ვაჟი.
დუარტე პორტუგალიელი | |
---|---|
წოდებები
ხიმარესის ჰერცოგი | |
დაიბადა | 7 ოქტომბერი, 1515 |
გარდაიცვალა | 20 სექტემბერი, 1540, (24 წლის) |
საგვარეულო | ავისები |
მეუღლე(ები) | იზაბელ დე ბრაგანსა |
შვილ(ებ)ი |
მარია, პარმის პრინცესა კატარინა, ბრაგანსას ჰერცოგინია დუარტე, ხიმარესის ჰერცოგი |
მამა | მანუელ I, პორტუგალიის მეფე |
დედა | მარია არაგონელი |
რელიგია | კათოლიციზმი |
დუარტე დაიბადა 1515 წლის 7 ოქტომბერს ლისაბონში. იგი იყო პორტუგალიის მეფე მანუელ I-ისა და მისი მეორე ცოლის, დედოფალ მარია არაგონელის ნაბოლარა შვილი. მისი დაბადებიდან ორ წელიწადში დედამისი გარდაიცვალა და მამამისი მესამედ დაქორწინდა, ამიტომაც მამის მხრიდან კიდევ ერთი ნახევარ-და ჰყავდა. მის აღზრდა-განათლებაზე ანდრე დე რეზენდე ზრუნავდა, რომელმაც დაწერა შემდგომში მისი ბიოგრაფია. დუარტეს უყვარდა ნადირობა და ჩუმი კლასიკური მუსიკა.
1537 წელს ცოლად შეირთო ბრაგანსას ჰერცოგ ჟაიმეს ასული იზაბელ დე ბრაგანსა, რომლის მზითვითაც იგი ხიმარესის ჰერცოგი გახდა. ქორწილიდან სამ წელიწადში დუარტე გარდაიცვალა, 24 წლის ასაკში. მას სამი შვილი დარჩა, მისი მეუღლე კი მეორედ აღარ გათხოვილა და მონაზვნად აღიკვეცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.