![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2b/GermanWirehrPtr1_wb.jpg/640px-GermanWirehrPtr1_wb.jpg&w=640&q=50)
დრატჰაარი
მონადირე ძაღლის ჯიში / From Wikipedia, the free encyclopedia
დრატჰაარი[1] (გერმ. Drahthaar) ან გერმანული უხეშბეწვიანი მეძებარი — მონადირე ძაღლის ჯიში. გამოყვანილია გერმანიაში XIX საუკუნის ბოლოს მოკლებეწვიანი და უხეშბეწვიანი მეძებრების საფუძველზე. პირველი სტანდარტი მიღებულია 1924 წელს. მსხვილი ძაღლია, დამახასიათებელია მაგარი მშრალი კონსტიტუცია; სიმაღლე მინდაოში 56–68 სმ, მასა 27–32 კგ. ბეწვი უხეშია, მჭიდროდ აკრავს ტანს, თავზე აქვს წვერი, ულვაშები და წარბები. შეფერილობა: სხვადასხვა ელფერის ყავისფერი, ჭაღარაშერეული ყავისფერ-ამლაყი, ყავისფერ-რუხი. კუდის მოჭრა ყველა ქვეყანაში მიღებული არ არის. ენერგიული, ამტანი და მცირე მოთხოვნილების მქონე ძაღლია. პოპულარულია გერმანიასა და სხვა ქვეყნებში. ძირითადად იყენებენ ფრთოსნებზე სანადიროდ.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/2b/GermanWirehrPtr1_wb.jpg/320px-GermanWirehrPtr1_wb.jpg)