დოფინი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოფინი (ფრანგ. Dauphin) — არისტოკრატიული წოდება საფრანგეთში, რომელიც მოქმედებდა 1350-1791 და 1824-1830 წლებში. სიტყვა დოფინი მომდინარეობს საფრანგეთის რეგიონ დოფინედან, რომელიც სამართავად ენიჭებოდათ დოფინებს. წოდება ენიჭებოდა სამეფო დინასტიის უფროს ვაჟს და ამით იგი ხდებოდა საფრანგეთის ტახტის მემკვიდრე.