![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/d/d9/Dorothy_Dandridge_Cain%2527s_Hundred_1962.jpg/640px-Dorothy_Dandridge_Cain%2527s_Hundred_1962.jpg&w=640&q=50)
დოროთი დენდრიჯი
From Wikipedia, the free encyclopedia
დოროთი ჯინ დენდრიჯი (ინგლ. Dorothy Dandridge; დ. 9 ნოემბერი, 1922 — გ. 8 სექტემბერი, 1965) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოცეკვავე. ის პირველი აფრო-ამერიკელი კინოვარსკვლავია, რომელიც ნომინირებულია ოსკარზე, საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში, ფილმ, ''კარმენ ჯოუნსში'' (1954) შესრულებული როლისთვის. [1] ვოკალისტად მუშაობდა ისეთ ადგილებში, როგორიცაა ბამბის კლუბი და აპოლოს თეატრი. ადრეული სამსახიობო კარიერის განმავლობაში მან როლი ითამაშა ფილმ, "Wonder Children"-ში, მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ წარმატებულ ფილმში.
დოროთი დენდრიჯი | |
---|---|
![]() დოროთი 1962 წელს | |
დაბადების სახელი | დოროთი ჯინ დენდრიჯი |
დაბადების თარიღი |
9 ნოემბერი, 1922 კლივლენდი, ოჰაიო, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
8 სექტემბერი, 1965 (42 წლის) ჰოლივუდი, კალიფორნია, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა |
![]() |
საქმიანობა | მსახიობი, მომღერალი, მოცეკვავე |
აქტიური | 1933-1965 |
მეუღლე(ები) |
|
შვილ(ებ)ი | 1 |
მშობლები | დედა: რუბი დედრიჯი |
ფილმ ''ფორგი და ბესი''-ში შესრულებული როლისთვის, 1959 წელს ნომინირდა ოქროს გლობუსზე. 1999 წელს გადაღებული HBO-ს ბიოგრაფიული ფილმი, ''წარმოგიდგენთ დოროთი დენდრიჯს'', დოროთის შესახებაა. ჰოლივუდის დიდების ხეივანზე დაჯილდოვებულია ვარსკვლავით. დენდრიჯმა სულ ორჯერ იქორწინა. პირველად დაქორწინდა მოცეკვავე ჰაროლდ ნიკოლასზე (მისი ქალიშვილის, ჰაროლინ სუზანის მამა), შემდეგ იქორწინა სასტუმროს მფლობელ ჯეკ დენისონზე. მსახიობი იდუმალ ვითარებაში, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. [2]