From Wikipedia, the free encyclopedia
დონა ლუიზა ტარტი (ინგლ. Donna Louise Tartt; დ. 23 დეკემბერი, 1963) — ამერიკელი მწერალი, პულიცერის პრემიის ლაურეატი (2014) რომანისთვის „ჩიტბატონა“ .
დონა ტარტი | |
---|---|
| |
დაბადების თარიღი | 23 დეკემბერი, 1963[1] [2] [3] [4] [5] (60 წლის) |
დაბადების ადგილი | გრინვუდი |
საქმიანობა | მწერალი, რომანისტი, ლიტერატურული კრიტიკოსი[6] და ესეისტი[6] |
ენა | ინგლისური ენა |
მოქალაქეობა | აშშ |
ალმა-მატერი | ბენინგტონის კოლეჯი და Kirk Academy |
Magnum opus | საიდუმლო ისტორია, პატარა მეგობარი და ჩიტბატონა |
ჯილდოები | „მეკას“ პრემია და პულიცერის პრემია მხატვრული წიგნისათვის |
გავლენა მოახდინეს | |
დონა ტარტი დაიბადა 1963 წელს 23 დეკემბერს ქალაქ გრინვუდში (მისისიპი, აშშ) და გაიზარდა პატარა ქალაქ გრინეიდაში. ხუთი წლის ასაკში დაწერა თავისი პირველი ლექსი, პირველად გამოქვეყნდა „მისისიპის ლიტერატურულ მიმოხილვაში“, როდესაც დონა ცამეტი წლის იყო.
1981 წელს იგი მისისიპის უნივერსიტეტში ჩაირიცხა და გახდა გაერთიანება „კაპა კაპა გამას“ წევრი, 1982 წელს კი ლექტორის რჩევით დონა გადავიდა ბენინგტონის კოლეჯში (ვერმონტი, აშშ), რომელიც სპეციალიზებული იყო „თავისუფალ ხელოვნებაზე“. კოლეჯში სწავლის პერიოდში მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო მწერალი და ჟურნალისტი ჯო მაკ-გინისი. 1986 წელს დაამთავრა კოლეჯი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით.
1992 წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი რომანი, „საიდუმლო ისტორია“ (ინგლ. The Secret History), რომელიც გახდა ბესტსელერი და ითარგმნა 24 უცხო ენაზე.[7]
2002 წელს მეორე რომანი გამოქვეყნდა სახელწოდებით „პატარა მეგობარი“ ( ინგლ. The Little Friend).
2013 წელს გამოდის მისი რიგით მესამე რომანი „ჩიტბატონა“ (ინგლ. The Goldfinch). შემდეგ წელს ამ რომანს მიენიჭა პულიცერის პრემია.[8] Warner Bros.-მა და RatPac Entertainment-მა წიგნის გადაღების უფლებები მოიპოვეს.[9][10] 2019 წელს გამოვიდა ფილმი „ჩიტბატონა“.
2014 წლის აპრილში ჟურნალმა Time დონა ტარტი შეიყვანა „მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის“ სიაში.[11][12]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.