დომინიკელთა რესპუბლიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
დომინიკელთა რესპუბლიკა (ესპ. República Dominicana) — კარიბის ზღვის კუნძულ ჰაიტის აღმოსავლეთ ორ-მესამედზე მდებარე ქვეყანა, ჰაიტის მეზობლად. დედაქალაქია სანტო-დომინგო. ჰაიტი სიდიდით მეორეა დიდი ანტილის კუნძულებს შორის და მდებარეობს პუერტო-რიკოს დასავლეთითა და კუბისა და იამაიკის აღმოსავლეთით. 1961 წელს, სამხედრო დიქტატორ რაფაელ ლეონიდას ტრუხილიოს გარდაცვალების შემდეგ ქვეყანა წარმომადგენლობით დემოკრატიისკენ იღებს მიმართულებას და მას შემდეგ სიტუაცია მკვეთრად გაუმჯობესდა. დომინიკელები ხშირად საკუთარ ქვეყანას ქუისქუეია (Quisqueya) უწოდებენ, სახელი, რომელიც კუნძულს ადგილობრივი ტაინოს ტომის ინდიელებმა შეარქვეს.
დომინიკელთა რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
დევიზი: Dios, Patria, Libertad („ღმერთი, მამული, თავისუფლება“) |
||||||
ჰიმნი: ქისქეიანოს ვალიენტეს |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | სანტო-დომინგო 18°30′ ჩ. გ. 69°59′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | ესპანური | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | პრეზიდენტი | ლეონელ ფერნანდესი | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 48 730 კმ2 (130-ე) | ||||
- | წყალი (%) | 1.6 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2007 შეფასებით | 9 760 000 (82-ე) | ||||
- | 2018 აღწერა | 10,627,141 | ||||
- | სიმჭიდროვე | 201 კაცი/კმ2 (38-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2007 შეფასებით | |||||
- | სულ | $89.87 მილიარდი (62-ე) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $9208 (71-ე) | ||||
აგი (2005) | 0.779 (საშუალო) (79-ე) | |||||
ვალუტა | დომინიკური პესო (DOP ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC-04:00 | |||||
ქვეყნის კოდი | DOM | |||||
Internet TLD | .do | |||||
სატელეფონო კოდი | 1-809 და +1-829 |
კუნძული ჰისპანიოლა ევროპელების გამოჩენამდე ადგილობრივი ტაინოს ხალხით იყო დასახლებული. ტაინოს ხალხი კარიბის კუნძულებზე სამხრეთ ამერიკიდან მოხვდნენ.
ქრისტეფორე კოლუმბმა კუნძული 1492 წელს მისი პირველი მოგზაურობისას აღმოაჩინა და დაიპყრო კიდეც. დაარქივებული 2016-02-13 საიტზე Wayback Machine. სანტო დომინგოს კოლონია გახდა ევროპელების პირველი მუდმივი დასახლება მთელს ამერიკის კონტინენტზე. ის ასევე არის ესპანეთის კოლონიალური მმართველობის პირველი წერტილი. საფრანგემა კუნძულ ჰისპანიოლას დასავლეთ მესამედი დაიპყრო და მას სენ დომინიგე უწოდა, რომელიც მოგვიანებით ჰაიტის დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა 1804 წელს. ესპანეთის დაახლოებით სამასწლიანი მმართველობის შემდეგ დომინიკელთა რესპუბლიკამ დამოუკიდებლიბა 1821 წლის ნოემბერში მოიპოვა. დომინიკელებს სურდათ რომ გაერთიანებულიყვნენ დიდ კოლუმბიაში, რაც არ განხორციელდა, რადგან 1822 წლის თებერვალში ჰაიტიმ დომინიკელთა რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა. დომინიკელებმა დამოუკიდებლობა 22 წლის შემდეგ, დამოუკიდებლობის ომის შედეგად კვლავ მოიპოვეს 1844 წელს. ქვეყანა დაიპყრო ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც 1916-1924 წლებში; 1930 წლიდან რაფაელ ლეონიდას ტრუხილოს დიქტატორა იყო, რომელიც 1961 წლამდე გაგრძელდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში დომინიკას ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვს დასავლეთ ნახევარსფეროში.
დომინიკელთა რესპუბიკა ტურისტებისთვის კარიბის კუნძულებში ყველაზე პოპულარულ ადგილს წარმოადგენს. დომინიკელთა რესპუბლიკა გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარეობს კარიბების ორი უმაღლესი მწვერვალი, კარიბების უდიდესი ტბა და უდაბლესი ადგილი. კუნძულის საშუალო ტემპერატურა 26 °C-ია. სწორედ ამ კლიმატითაა განპირობებული კუნძულის მრავალფეროვანი ცხოველთა სამყარო. ქვეყნის ტერიტორიაზე ასევე მდებარეობს პირველი ტაძარი, ციხე, მონასტერი და ციხესიმაგრე, რომელიც ამერიკის კონტინენტზე პირველია. დომინიკის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მუსიკასა და სპორტს. მერენგე და ბაშატა ქვეყნის ეროვნულ ცეკვასა და სიმღერას წარმოადგენს. ყველაზე პოპულარული სპორტი კი ბეისბოლია.