იტალიელი ფეხბურთელი From Wikipedia, the free encyclopedia
დომენიკო ბერარდი (იტალ. Domenico Berardi; დ. 1 აგვისტო, 1994) — იტალიელი ფეხბურთელი. იტალიური „სასუოლოსა“ და იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების თავდამსხმელი. ნათამაშები აქვს იტალიის 19 და 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში. 2021 წელს იტალიის ნაკრებთან ერთად მოიგო ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
დაბადების თარიღი | 1 აგვისტო, 1994 | ||
დაბადების ადგილი | კარიატი, იტალია | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | სასუოლო | ||
ნომერი | 10 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2008–2010 | კოზენცა | ||
2010–2012 | სასუოლო | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2012–2013 | სასუოლო | 37 | (11) |
2013–2015 | იუვენტუსი | 0 | (0) |
2013–2015 | → სასუოლო | 61 | (21) |
2015– | სასუოლო | 238 | (86) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2012–2013 | იტალია 19-წლ. | 3 | (1) |
2014–2017 | იტალია 21-წლ. | 23 | (4) |
2018– | იტალია | 25 | (6) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 1 სექტემბერი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 23 მარტი, 2023 |
კარიატიში დაბადებული ბერარდი 13 წლის ასაკში შეუერთდა „კოზენცას“ ახალგაზრდულ აკადემიას, 16 წლის ასაკში კი „სასუოლოში“ გადავიდა.
მისი დებიუტი „სასუოლოს“ შემადგენლობაში შედგა სერია B-ში 2012 წლის 27 აგვისტოს, 18 წლის ასაკში, „ჩეზენასთან“ სტუმრად მოგებულ შეხვედრაში (3–0). თავისი პირველი პროფესიონალური გოლი კი ხუთი დღის შემდეგ, „კროტონესთან“ გამართულ საშინაო შეხვედრაში გაიტანა (2–1).
2013 წელს ის დასახელდა სერია B-ს საუკეთესო მოთამაშედ (Gran Galà del calcio), მას შემდეგ რაც დაეხმარა „სასუოლოს“ (გაიტანა 11 გოლი) სერია B-ს მოგებასა და სერია A-ში აღზევებაში.
სასუოლო
იტალია
ინდივიდუალური
ჯილდოები
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.