![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/c/c2/At_the_top_of_Dolomisistsveri_Mountain_%25283250m%2529%252C_Racha%252C_Georgia.jpg/640px-At_the_top_of_Dolomisistsveri_Mountain_%25283250m%2529%252C_Racha%252C_Georgia.jpg&w=640&q=50)
დოლომისისწვერი
მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში / From Wikipedia, the free encyclopedia
დოლომისისწვერი — მთა საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე რიონის მარცხენა შენაკადების — ჭანჭახისა და ღარულის აუზების წყალგამყოფ კედელას ქედზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — გომრულის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3260 მ.
სწრაფი ფაქტები დოლომისისწვერი ...
დოლომისისწვერი | |
---|---|
![]() დოლომისისწვერის მწვერვალზე | |
კოორდინატები: 42°39′37″ ჩ. გ. 43°38′02″ ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ონის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3260 მ |
ქედი | კედელას ქედი |
ამგებელი ქანები | ქვიშაქვა და ფიქალი |
ასაკი | ზედაიურა |
დახურვა
აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული ფლიშური წყებებით, ჭარბობს ქვიშაქვები და ფიქლები. კალთები შემოსილია ალპური მდელოებით.