![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/90/DNA_polymerase.png/640px-DNA_polymerase.png&w=640&q=50)
დნმ-პოლიმერაზა
From Wikipedia, the free encyclopedia
დნმ-პოლიმერაზა — ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს დნმ-ის რეპლიკაციაში. ამ კლასის ფერმენტები აკატალიზირებენ დეზოქსირიბონუკლეოტიდების პოლიმერიზაციას დნმ-ის ნუკლეოტიდების ჯაჭვის გასწვრივ, რომელსაც ფერმენტი „კითხულობს“ და იყენებს თარგის სახით. ახალი ნუკლეოტიდის ტიპი განისაზღვრება კომპლემენტარობის პრინციპის მიხედვით თარგთან ერთად, რომლიდანაც ხდება წაკითხვა. აგებული მოლეკულა მონოსპირალის თარგის კომპლემენტარული და ორმაგი სპირალის მეორე კომპონენტის იდენტურია.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/90/DNA_polymerase.png/640px-DNA_polymerase.png)