დირაიას საამირო
From Wikipedia, the free encyclopedia
დირაიას საამირო ან საუდების პირველი სახელმწიფო.[1] (არაბ. إمارة الدرعية) დაარსდა 1744 წელს, როდესაც იმამი მუჰამად იბნ აბდ ალ-ბახაბი და პრინცი მუჰამად იბნ საუდი შეთანხმდნენ შეექმნათ რელიგიურ-პოლიტიკური გაერთიანება არაბეთის ნახევარკუნძულზე კონტროლის დასამყარებლად. ამან ვაჰაბისტებს მისცა საშუალება აეღორძინებინათ ისლამის დოგმატური სწავლება (ტაუჰიდი) და დაეწყოთ რადიკალური სუნიტური მოძრაობა სალაფიათი. ვაჰაბისტებმა აკრძალეს მუსლიმების ყველანაირი პილიგრიმული მსვლელობები.[2] 1744 წელს მუჰამად იბნ აბდ ალ-ბახაბმა და მუჰამად იბნ საუდმა დადეს ფიცი, რომ ბოლომდე იბრძოლებდნენ მიზნის მისაღწევად.[3] მუჰამად იბნ საუდის ვაჟის აბდულ-აზიზ იბნ მუჰამადის და იმამის ქალიშვილის ქორწილმა ამ ორ ოჯახს შორის შექმნა კავშირი რომელიც დღემდე გრძელდება.
დირაიას ემირატი არაბ. إمارة الدرعية | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
დედაქალაქი | დირაია | ||||||
ენა | არაბული | ||||||
რელიგია | სუნიზმი | ||||||
ფართობი | 1 166 049 კმ² | ||||||
მოსახლეობა | 32 203 000 | ||||||
მმართველობის ფორმა | მონარქია | ||||||
- 1744–1765 | მუჰამად იბნ საუდი | ||||||
- 1765–1803 | აბდულ-აზიზ იბნ მუჰამადი | ||||||
- 1803–1814 | საუდ იბნ აბდულ-აზიზ | ||||||
- 1814–1818 | აბდულაჰ იბნ საუდი | ||||||
ისტორია | |||||||
- დირაიას შეთანხმება | 1744 | ||||||
- ოსმალო-საუდების ომი | 1818 | ||||||
ოსმალოებმა ეგვიპტის ფაშა მუჰამედ ალის საუდების დასუსტება დაავალეს, რამაც ოსმალოებისა და საუდების ომი გამოიწვია. აბდულაჰ იბნ საუდმა ვერ შეძლო ოსმალოების ჯარისთვის წინააღმდეგობის გაწევა.[4] საბოლოოდ ოსმალოებმა ემირატის დედაქალაქი დირაია 1818 წელს აიღეს. აბდულაჰ იბნ საუდი თავის მოკვეთით დასაჯეს და მისი თავი გამოკიდეს ბოსფორზე, რითიც დასრულდა საუდების პირველი სახელმწიფოს არსებობა.[5]