![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/f/fa/Diogo_Jota_2018_%2528cropped%2529.jpg/640px-Diogo_Jota_2018_%2528cropped%2529.jpg&w=640&q=50)
დიოგუ ჟოტა
From Wikipedia, the free encyclopedia
დიოგუ ჟოზე ტეიშეირა და სილვა (დ. 4 დეკემბერი, 1996), ცნობილი როგორც დიოგუ ჟოტა — პორტუგალიელი ფეხბურთლი, თავდამსხმელი. ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ლივერპულისა“ და პორტუგალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრი.
![]() | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | დიოგუ ჟოზე ტეიშეირა და სილვა[1] | ||
დაბადების თარიღი | 4 დეკემბერი, 1996 (1996-12-04) (27 წლის)[2] | ||
დაბადების ადგილი | პორტუ, პორტუგალია | ||
სიმაღლე | 178 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი, გარემარბი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ლივერპული | ||
ნომერი | 20 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2014–2016 | პასუშ დე ფერეირა | 41 | (14) |
2016–2018 | ატლეტიკო მადრიდი | 0 | (0) |
2016–2017 | → პორტუ (იჯარით) | 27 | (8) |
2017–2018 | → ვულვერჰემპტონი (იჯარით) | 44 | (17) |
2018–2020 | ვულვერჰემპტონი | 67 | (16) |
2020– | ლივერპული | 33 | (17) |
ეროვნული ნაკრები | |||
2014–2015 | პორტუგალიის 19-წლამდე | 9 | (5) |
2015–2018 | პორტუგალიის 21-წლამდე | 20 | (8) |
2016 | პორტუგალიის 23-წლამდე | 1 | (1) |
2019– | პორტუგალია | 23 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
ჟოტას კარიერა „პასუშ დე ფერეირაში“ დაიწყო, რის შემდეგაც 2016 წელს ლა ლიგის კლუბ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეუერთდა. ორი სეზონის მანძილზე იყო გუნდის საკუთრება, ამ პერიოდში გაიჯარებული იყო „პორტუსა“ და „ვულვერჰემპტონში“. 2018 წლის ივლისში ის კლუბს 14 მილიონი ევროს სანაცლოდ შეუერთდა და გუნდის რიგებში ასამდე შეხვედრა ჩაატარა. 2020 წლის ოქტომბერში შეუერთდა ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბ „ლივერპულს“, 50 მილიონი ევროს (41 მილიონი გირვანქა სტერლინგი) სანაცვლოდ.[3]
ჟოტა არის პორტუგალიის 19, 21 და 23 წლამდელთა ახალგაზრდული ნაკრებების ყოფილი წევრი.[4][5] ის იყო ნაკრების წევრი 2019 წლის უეფას ერთა ლიგის ფინალში, რომელიც პორტუგალიამ საშინაო არენაზე მოიგო. მისი დებიუტი ეროვნულ ნაკრებში 2019 წლის ნოემბერში, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე.