From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელი ან სოლუნელი (ბერძ. Άγιος Δημήτριος, Δημήτριος της Θεσσαλονίκης; გ. 306 წ.) — ქრისტიანი წმინდანი. აწამეს რომის იმპერატორის დიოკლეტიანე დროს. მართლმადიდებლურ ეკლესიაში მისი ხსენების დღეა 26 ოქტომბერი (8 ნოემბერი), ხოლო კათოლიკურში — 9 აპრილი.
დიმიტრი თესალონიკელი Δημήτριος της Θεσσαλονίκης | |
---|---|
დაიბადა |
არაუადრეს 270 და არაუგვიანეს 281 სალონიკი |
გარდაიცვალა |
306 სალონიკი[1] [2] ან Sremska Mitrovica[3] |
ხსენების დღე | 8 ნოემბერი და 9 აპრილი |
მოღვაწეობა | სამხედრო[4] [5] , ეკლესიის მსახური და ჯარისკაცი[3] |
ენა | ძველი ბერძნული ენა და სლავური ენები |
ეროვნება | Antes people |
დიმიტრი თესალონიკელის მშობლები ფარული ქრისტიანები იყვნენ. მამამისს — რომის პროკონსულს თესალონიკში სახლში ფარული ეკლესია ჰქონდა, სადაც მოინათლა დიმიტრი. მამის გარდაცვალების შემდეგ დიმიტრი, ტახტზე ასულმა იმპერატორმა მაქსიმილიანე გალეროსმა, სამხედრო ღირსებებისათვის, 305 წელს თესალონიკის მხარის პროკონსულად დანიშნა. მას ევალებოდა ქალაქის დაცვა ბარბაროსებისაგან და ქრისტიანების დევნა. დევნის ნაცვლად დიმიტრი საჯაროდ ქადაგებდა ქრისტიანობას და ამ გზით ბევრი ქვეშევრდომიც მოაქცია ქრისტიანობაზე. განრისხებულმა მაქსიმილიანემ საპყრობილეში ჩააგდებინა იგი, თვით კი ამასობაში გლადიატორთა ასპარეზობებით ტკბებოდა, სადაც მისი რჩეული გოლიათი, ვინმე ლიოსი ორთაბრძოლებში ამარცხებდა ქრისტიანებს. ქრისტიანმა ჭაბუკმა ნესტორმა საპყრობილეში მყოფ დიმიტრის გამოსთხოვა ლოცვა-კურთხევა ლიოსთან შესაბმელად. დიმიტრის ლოცვა-კურთხევით ნესტორმა სძლია ლიოსს, რისთვისაც იმპერატორმა გამარჯვებული სიკვდილით დასაჯა, ხოლო დიმიტრის მკვლელები შეუგზავნა.
306 წლის 26 ოქტომბერს დიმიტრი შუბით განგმირეს. გადმოცემის თანახმად წმინდანის ერთგულმა მსახურმა ლუპემ პირსახოცით მოაგროვა დიმიტრის სისხლი და ამ სისხლით ნაკურთხი სიწმინდეებით მრავალი სნეული იკურნებოდა. ერთი საუკუნის შემდეგ მოიძიეს დიმიტრის წმინდა ნაწილები, კონსტანტინე დიდის დროს კი მის სახელზე აშენდა დიდი ტაძარი. VII საუკუნიდან წმინდა დიმიტრის ლუსკუმიდან კეთილსურნელოვანმა მირონმა დაიწყო დენა, რის გამოც წმინდანს მირონმდინარის საეკლესიო სახელწოდებაც მიენიჭა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.