სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში. From Wikipedia, the free encyclopedia
დიმი — სოფელი საქართველოში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიმი, საიმედო).[2]
სოფელი | |
---|---|
დიმი | |
მდინარე ხანისწყალი სოფელ დიმში | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | იმერეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ბაღდათის მუნიციპალიტეტი |
თემი | დიმი |
კოორდინატები | 42°05′59″ ჩ. გ. 42°49′19″ ა. გ. |
დაარსდა | ბრინჯაოს ხანა |
პირველი ხსენება | 1583 |
ადრეული სახელები | დიმნი |
ცენტრის სიმაღლე | 180 მ |
ოფიციალური ენა | ქართული ენა |
მოსახლეობა | 3251[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 99,7 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მდებარეობს იმერეთის დაბლობზე, მდინარე ხანისწყლის მარჯვენა მხარეს, ბაღდათი–ქუთაისისა და ბაღდათი–ზესტაფონის საავტომობილო გზებზე, ზღვის დონიდან 180 მ-ზე, ბაღდათიდან 4 კმ-ის დაშორებით.
იცის ზომიერი ცივი ზამთარი და შედარებით მშრალი ცხელი ზაფხული. ჰაერის საშუალო წლიური ტემერატურაა 14°C, იანვრის საშუალო ტემპერატურაა 4,4°C; ივლისისა — 23°C; აბსოლუტური მინიმუმი დაბლობზე -18°C, აბსოლუტური მაქსიმუმი შესაბამისად 42°C.[3]
დიმში და ზედა დიმში აღმოჩენილია ძველ ნასახლართა ნაშთები, სადაც ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. წინარეანტიკურ და ადრინდელი ანტიკური ხანის დ-ის დასახლება კოლხური კულტურის გავრცელების არეალში ექცევა. შემთხვევით ნაპოვნი ელინისტური ხანის თიხის ჭურჭელზე უკვე ქართლის კულტურის გავლენა იგრძნობა.
სოფლის სახელი უნდა მომდინარეობდეს ლეონტი მროველთან (XI ს.) დამოწმებული ციხე „დიმნიდან“, რომელიც მეფე ფარნავაზს აუგია.
„ხანის წყლის აღმოსავლით და ყვირილის მდინარის სამხრით, ფერსათის კლთას, არს დიმი, სადაცა ჰყო პირველმან მეფემ ან ფარნაოზ ციხე მტკიცე, და აწ არს დაბა“ | |
დიმი ისტორიულ წყაროებში პირველად მიხსენიება 1583 წელს. სოფელი ეკუთვნოდათ თავად ჩხეიძეებს. 1820-იან წლებში სოფელში იყო 200 მოსახლე.[5]
1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, 1906 წლის 10 იანვარს დიმი გადაწვა რუსეთის იმპერიის სადამსჯელო რაზმმა.[6]
სოფელში დგას XVII-XVIII საუკუნეების კოშკი და XIX საუკუნის II ნახევრის მთავარანგელოზის ეკლესია (რესტავრირებულია 2009 წელს).
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 3 251 ადამიანი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.