![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/81/Dilma_Rousseff_-_foto_oficial_2011-01-09.jpg/640px-Dilma_Rousseff_-_foto_oficial_2011-01-09.jpg&w=640&q=50)
დილმა რუსეფი
From Wikipedia, the free encyclopedia
დილმა რუსეფი (პორტ. Dilma Vana Rousseff; დ. 14 დეკემბერი, 1947, ბელუ-ორიზონტი) — ბრაზილიელი პოლიტიკოსი. ენერგეტიკის მინისტრი 2003-2005 წლებში. ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი 2005-2010 წლებში. ბრაზილიის პრეზიდენტი 2011 წლის 1 იანვრიდან[1]. 2014 წლის 26 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, დილმა რუსეფმა დაამარცხა კონკურენტი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან — აესიუ ნევეში და მეორე ვადით გახდა ბრაზილიის პრეზიდენტი.[2]
სწრაფი ფაქტები ბრაზილიის 36-ე პრეზიდენტი, თანამდებობაზე ყოფნის დრო ...
დილმა რუსეფი | |
![]() | |
ბრაზილიის 36-ე პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1 იანვარი, 2011 – 31 აგვისტო, 2016 უფლებამოსილება შეუჩერდა: 12 მაისი, 2016 | |
წინამორბედი | ლუის ინასიუ ლულა და სილვა |
მემკვიდრე | მიშელ ტემერი (მოქმედი) |
დაბადებული | 14 დეკემბერი, 1947 (1947-12-14) (76 წლის) ბელუ-ორიზონტი, ბრაზილია |
პოლიტიკური პარტია | მუშათა პარტია |
მეუღლე | კლაუდიო გალენო ლინარესი (1967–1969) კარლოს ფრანკლინ პაიჟაო დე არაუხო (1969–2000) |
შვილები | პაულა |
განათლება | რიუ-გრანდი-დუ-სულის ფედერალური უნივერსიტეტი |
რელიგია | კათოლიკე |
ხელმოწერა | ![]() |
დახურვა