![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/9/93/Dick_Van_Dyke_by_Gage_Skidmore.jpg/640px-Dick_Van_Dyke_by_Gage_Skidmore.jpg&w=640&q=50)
დიკ ვან დეიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
რიჩარდ უეინ ვან დეიკი (ინგლ. Richard Wayne Van Dyke; დ. 13 დეკემბერი, 1925) — ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და კომიკოსი. მისი კარიერა კინოში, ტელევიზიასა და სცენაზე შვიდი ათეული წელი გაგრძელდა. ვან დეიკი 1961-1966 წლებში ხელმძღვანელობდა სატელევიზიო სიტკომს „დიკ ვან დეიკის შოუ“,[1] რამაც მას დიდი პოპულარობა მოუტანა. რიჩარდმა მთავარი როლი შეასრულა 1964 წლის ფილმში „მერი პოპინსი“. ვან დეიკი არის მრავალი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის: ოქროს გლობუსის, ტონის, გრემის და ემის. იგი 2012 წელს შეიყვანეს ჰოლივუდის დიდების ხეივანში. [2]