From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი წმენდა, დიდი ტერორი, სტალინური რეპრესიები (რუს. Большая чистка, Большой терор, Ста́линские репре́ссии) — საბჭოთა კავშირში განხორციელებული მასობრივი რეპრესიები კიროვის მოკვლის მომენტიდან (1 დეკემბერი, 1934) იოსებ სტალინის გარდაცვალებამდე (5 მარტი, 1953). უფრო ადრინდელი სამოქალაქო ომისა და 1920-იანი წლების რეპრესიებისგან გამოირჩეოდა თვით მმართველი პარტიის წევრების (სკპ) მოსობრივი განადგურებით (პოლიტიკური და ფიზიკური). რეპრესიების უნებლიე თუ ნებაყოფლობით მონაწილეებად გახდა კომპარტიისა და სსრკ-ის პრაქტიკულად ყველა უმაღლესი ხელმძღვანელი, ვინაიდან ყველა იყო იძულებული, როგორც მინიმუმ, კენჭი ეყარა „ხალხის მტრის“ დაგმობის მხარდასაჭერად, რასაც ხშირად თან ახლავდა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერაც.
რეპრესიების ზოგიერთი აქტიური ორგანიზატორი (გ. იაგოდა, ნ. იეჟოვი, ნ. კრილენკო, პ. პოსტიშევი, ვვ. აბაკუმოვი) თავად გახდნენ მათი მსხვერპლი, სხვები (ლავრენტი ბერია, ვ. დეკონოზოვი და შსს-სა და სუკ-ის თანამშრომელთა სხვა ჯგუფი) გასამართლებულ იქნენ უკვე სტალინის სიკვდილის შემდეგ. საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობა რეპრესიების ორგანიზატორთა ფართომასშტაბანი დევნით დაინტერესებული არ იყო, ვინაიდან თავად იყო მასში მონაწილე. 1956 წლის შემდეგ რეპრესიებში თანამონაწილეობის ბრალდება შეიძლება გამოყენებულიყო მსხვილი პარტიული ლიდერის თანამდებობიდან გადასაყენებლად პოლიტიკურ ბრძოლაში, თუმცა, ასეთი შემთხვევები განკერძოებული იყო, ხოლო 1964 წლიდან ამგვარი პრეცედენტი აღარ განმეორებულა.
დიდ წმენდას მრავალი ქართველის სიცოცხლე შეეწირა, ბევრი ციხეებსა და გადასახლებაში მოყვა; მათ შორის იყვნენ: სანდრო ახმეტელი, თამარ წულუკიძე, პეტრე ოცხელი, პლატონ კორიშელი, ია ქანთარია, ივანე აბაშიძე, ბუჟუჟა შავიშვილი, გიორგი ჟორდანია, ხათუნა ჭიჭინაძე, ივანე ლაღიძე, ვახტანგ ვაჩნაძე (გარიკი), ელგუჯა ლორთქიფანიძე, ნინა ღვინიაშვილი, გრიგოლ კოსტავა, გივი ბარამიძე, ალექსადრე მაღლაკელიძე, კუკური პატარიძე, ვახტანგ აბაშიძე, ევგენი მიქელაძე, სერგო ამაღლობელი და სხვა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.