From Wikipedia, the free encyclopedia
დიანა (ლათ. „დივ-ანა“) — რომაელთა არტემიდე. პირველად ძველი იტალიური ღვთაება იყო და განთქმული ორსახოვანი იანუსის სახელიც „დიანუსიდან“ წარმოდგება, რაც ნიშნავს: ბუნების, სინათლის, მთათა და ტყეთა, წყაროთა, ნადირობის, საერთოდ, მცენარეთა და ცხოველთა სიცოცხლის, კერძოდ, მშობიარობის ქალღმერთია, როგორც ლუცინა (არა მთვარისა, როგორც ვარაუდობენ), ღარიბი პლებეების მფარველი უპირატესად. ამრიგად, ამ რომაულ ქალღმერთში უკვე იყო არტემიდეს მრავალი ფუქნცია, რამაც დროთა მანძილზე ხელი შეუწყო მის გაიგივებას არტემიდესთან და ჰეკატესთან, უფრო ქალები სცემდნენ თაყვანს „ღამით მანათობელ“ დიანას. ასე ეძახდნენ იმისათვის, რომ მის ტაძარს პალატინზე ღამ-ღამობით ანათებდნენ. ამ ტაძრის ახალი ქურუმი ორთაბრძოლაში კლავდა ძველს (მერე მას სცვლიდა ლტოლვილი მონა), რაც დიანას უფრო ანათესავებდა ტავრის არტემიდესთან, რომელიც აგრეთვე სისხლიან კულტთანაა დაკავშირებული. ჰქონდა ტაძარი და ჭალა ტაიფატის მთაზე.
დიანა (მითოლოგია) | |
---|---|
მითოლოგია: | ძველი რომის რელიგია |
სხვა კულტურებში: | არტემიდა, სელენე, Moon და Devana |
სქესი: | მდედრობითი |
მამა: | იუპიტერი |
დედა: | Latona |
და-ძმა: | აპოლონი |
შვილები: | კუპიდონი |
გამოსახულებები |
ამაყი, პირმშვენიერი, ტანსარო, ფეხმარდი, კაპარჭოსანი ქალწული არტემიდე-დიანა, ქართული დალის ანტიკური ორეული, პლეადის პოეტური სკოლის მგოსანთა საყვარელი სახეა. რონსარი ანტიკურ ღმერთებს ისე აღწერს, როგორც ფონტენებლოს სურათებზეა. მოგვიანებით მთავრის ქალღმერთადაც ცნობილი მომხიბლავი დიანა საერთოდ ნიმუშად იქცა მგოსანთა და მხატვართათვის. „ჩირაღდნოსან ღამეულ ლანდთა ასულსა და მემკვიდრეს“ ღრმააზროვანი სონეტები უძღვნეს პლეადის წევრებმა: რემი ბელომ, ლუიზა ლაბემ და სხვა. ქალის იდეალია ფრანჩესკო პრიმატიჩოს, ბოლონიელი ოსტატის შემოქმედებაში („დიანა და აქტეონი“, 1541-47, ნახატი, ლუვრი).
ხელოვნებაში კი დიანა ასახულია ლამაზი ქალის სახით, თავზე დიადემით (შუბლის ბაფთით ან ახალი მთვარით) ფართოსახელოებიანი პერანგი („ტუნიკა“) აცვია, ფეხზე სანდლები; მხარზე კაპარჭი ჰკიდია; ხელში ისარი ან ჩირაღდანი უჭირავს (დღისა და ღამის ქალღმერთის ატრიბუტები), ხშირტად მის გვერდით ირემიც წევს (ვერსალის დიანა, ლუვრი) ან ძაღლი ახლავს (ვატიკანის დიანა), ზოგჯერ ტახიც. ხშირად მოუსხამს ვეფხვის ტყავი (რუბენსი, „დიანა ნადირობიდან ბრუნდება“), ან ამაზონივითაა, ირმებზე ამხედრებულა. საერთოდ, ანტიკის შემდეგ დიანა-არტემიდეს სახე მხატვრებისათვის განურჩევველია. ეს ორივე, მშვენიერი მონადირე ქალწულის სახეში იყრის თავს. საქვეყნოდ ცნობილია ბრინჯაოს თავი (ბრიტანეთის მუზეუმი), კოლინისა, ნეაპოლიტანის დიანები, ერმიტაჟის სამი ბიუსტი (ძვ. წ. IV საუკუნე, ბერძნული დედნის რომაული ასლი; სხვა ასლი, მესამე საუკუნისა; ჯოვანი მარია ბენძონისა (იტალ. Giovanni Maria Benzoni) — მარმარილოში, XIX საუკუნე);
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.