დვარკა
From Wikipedia, the free encyclopedia
დვარკა (ჰინ. द्वारका) − ქალაქი და მუნიციპალიტეტი დევბჰუმი-დვარკის რაიონში, ინდოეთის შტატ გუჯარათში. მდებარეობს ოხამანდალის ნახევარკუნძულის დასავლეთ სანაპიროზე, მდინარე გომთის მარჯვენა სანაპიროზე, კაჩის ყურის შესართავთან, არაბეთის ზღვის სანაპიროზე.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
დვარკა | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 22°14′25″ ჩ. გ. 68°58′07″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 0±1 მეტრი |
მოსახლეობა | 38 873 (2011) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 2892 |
საფოსტო ინდექსი | 361335 |
დვარკაში მდებარეობს დვარკადჰიშის ტაძარი, რომელიც კრიშნას სახელზეა აგებული და ერთ-ერთია ინდუიზმის მომლოცველთა ოთხ წმინდა ძეგლს შორის, რომლებსაც ჩარდჰამი ეწოდება და შანკარამ ქვეყნის ოთხ კუთხეში დააარსა. ტაძარი დაარსდა როგორც სამონასტრო ცენტრი და დვარკის სამონასტრო კომპლექსის ნაწილია. დვარკა ერთ-ერთია ინდოეთის შვიდ უძველეს რელიგიურ ძეგლს შორის.[1][2]
დვარკა „კრიშნას მოლოცვის წრის“ ნაწილია, რომელიც მოიცავს: ვრინდავანს, მათურას, ბარსანას, გოკულს, გოვარდჰანს, კურუკშეტრასა და პურის.[3] დვარკა ერთ-ერთია ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის 12 ძეგლს შორის, რომლებიც სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ინდოეთის მთავრობამ HRIDAY-ის პროგრამისთვის შეარჩია.[4]
ქალაქი ცხელ და არიდულ კლიმატურ ზონაშია და 16 დღიანი წვიმის სეზონი აქვს. 2011 წელს დვარკის მოსახლეობა 38 873 ადამიანს შეადგენდა. მთავარი დღესასწაული, ბჰადრაპადა, აგვისტო-სექტემბერში აღინიშნება.