დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტი — მუზეუმი მდებარეობს მიჩიგანის მიდტაუნ დეტროიტში, აქვს შეერთებული შტატების ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი ხელოვნების კოლექცია. 100 -ზე მეტი გალერეით მუზეუმი ფარავს 658,000 კვადრატულ მეტრს.[1] 2007 წელს მუზეუმს ჩაუტარდა რემონტი და 58,000 კვადრატული ფუტი (5,400 м²) გაფართოვდა. დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტის კოლექცია განიხილება შეერთებული შტატების ტოპ ექვს მუზეუმს შორის, რომელიც მოიცავს როგორც მსოფლიოს ძველ ეგვიპტურ და ევროპულ ნამუშევრებს, ასევე თანამედროვე ხელოვნების მხატვრულ ნამუშევრებს. მუზეუმში დაცული მხატვრული კოლექციების საერთო ღირებულება 2014 წლის შეფასებით 8.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.[2] მდებარეობს დეტროიტის კულტურის ცენტრის ისტორიულ უბანში, დაახლოებით ორი მილის მანძილზე (3 კმ) ჩრდილოეთით ქალაქის ცენტრიდან, არის დეტროიტის საჯარო ბიბლიოთეკის მოპირდაპირედ და ვეინის სახელმწიფო უნივერსიტეტის მახლობლად.
დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტი | |
---|---|
42°21′33″ ჩ. გ. 83°03′52″ დ. გ. | |
დაარსდა | 1885 წელს |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
მდებარეობა | დეტროიტი |
ექსპონატი | 65,000 |
კლასიფიკაცია | სამხატვრო მუზეუმი |
ვიზიტორები | 677,500 (2015) |
ოფიციალური საიტი | http://www.dia.org/ |
მუზეუმის შენობას არქიტექტორები დიდ პატივს [3] სცემს. თავდაპირველი შენობა, რომელიც დაპროექტებულია პოლ ფილიპ კრეტის მიერ, გარშემორტყმულია ჩრდილოეთ და სამხრეთ ფრთებით თეთრი მარმარილოთი. კამპუსი არის ქალაქის კულტურული ცენტრის ისტორიული უბნის ნაწილი, რომელიც ჩამოწერილია ისტორიული ადგილების ეროვნულ რეესტრში. მუზეუმის პირველი ნახატი 1883 წელს შემოწირეს, და კოლექცია დაახლოებით მოიცავს 65,000-ზე მეტ ნამუშევარს. 2015 წლისთვის ყოველწლიურად დაახლოებით 677,500 ვიზიტორით, არის მსოფლიოში ყველაზე მონახულებული ხელოვნების მუზეუმებს შორის [4][5] დეტროიტის ხელოვნების ინსტიტუტი მასპინძლობს მსხვილ სამხატვრო გამოფენებს; მისი შენობა შეიცავს 1,150 ადგილიან თეატრს, რომელიც დაპროექტებულია არქიტექტორ C. Howard Crane-ის მიერ, მუზეუმში ასევე არსებობს 380 ადგილიანი დარბაზი, რომელიც ლექციებისთვის არის განკუთვნილი, ასევე ხელოვნების საცნობარო ბიბლიოთეკა და კონსერვაციის მომსახურების ლაბორატორია.[4]