From Wikipedia, the free encyclopedia
დენთი — მტყორცნი თვისებების მქონე ფეთქებადი ნივთიერება. დენთის წვა განპირობებულია სითბოს გადაცემით შრიდან შრეზე და მდგრადია გარე წნევის ფართო ინტერვალში (1—10⁴ კგძ/სმ²). განასხვავებენ დენთის ორ სახეობას: უკვამლო და ნარევიან (შედგება საწვავისა და დამჟანგველისაგან) დენთს. ნარევიანი დენთის ერთ-ერთი სახეა კვამლიანი ანუ შავი დენთი. შავი დენთი გოგირდის (10%), ხის ნახშირის (15%) და კალიუმის გვარჯილის (75%) მექანიკის ნარევია. ვარაუდობენ, რომ იგი პირველად ჩინეთში მიიღეს, საიდანაც შემდეგ დასავლეთში გავრცელდა XIII საუკუნეში, შავ დენთთან არის უშუალოდ დაკავშირებული არტილერიის განვითარება. მას იყენებენ ცეცხლგამთარი (ბიკფორდის) ზონრის დასამზადებლად, სანადირო თოფების ვაზნებში, სამთო სამუშაოებზე და სხვა სამხედრო საქმეში შავი დენთი უკვამლო დენთმა შეცვალა.
უკვამლო დენთი, რომლის ძირითადი კომპონენტია ნიტროცელულოზი, იყოფა შემდეგ ტიპებად:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.