![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/89/Relief_Map_of_Spain.png/640px-Relief_Map_of_Spain.png&w=640&q=50)
დელ-სერო-დელ-კუევონი
From Wikipedia, the free encyclopedia
დელ-სერო-დელ-კუევონი (ესპ. Sistema del Cerro del Cuevón) — მღვიმური სისტემა ესპანეთში, ასტურიაში. კარსტული წარმოშობისაა. მდებარეობს პიკოს-დე-ეუროპის ქედზე. სისტემა შედგება ორი ვერტიკალური მღვიმისაგან: საკუთრივ, დელ-სერო-დელ-კუევონი (T-33), რომლის შესასვლელი განლაგებულია ზღვის დონიდან 2019 მ სიმაღლეზე და ტორკა-დე-ლას-სასიფრაგასი (TR-2), რომლის შესასვლელი განლაგებულია 1590 მ-ზე. მღვიმური სისტემის სიღრმე შეადგენს 1589 მ-ს,[1] რომელსაც 1998 წელს მიაღწიეს.[2] წარმოადგენს ესპანეთის ყველაზე ღრმა და მსოფლიოს ერთ-ერთ უღრმეს კარსტულ მღვიმეს. დაახლოებით 1500 მ სიღრმეზე მღვიმე გადის სუბჰორიზონტულ მიწისქვეშა კოლექტორში, რომელზედაც გაედინება მდინარე მარბრეგალო. მღვიმე სიფონით მთავრდება. მღვიმეში არსებულ ყველაზე დიდ ჭას აქვს 134 მ სიღრმე.[3]
სწრაფი ფაქტები დელ-სერო-დელ-კუევონი ...
დელ-სერო-დელ-კუევონი | |
---|---|
კოორდინატები: 43°11′59″ ჩ. გ. 04°48′02″ დ. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ასტურია |
აბსოლუტური სიმაღლე | 2019 მ |
სიგრძე | 7 060 მ |
სიღრმე | 1589 მ |
შესასვლელთა რაოდენობა | 2 |
ამგებელი ქანები | კირქვა |
დახურვა