![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/71/David_Copperfield_%2528DC_Bullett_Photo%2529.jpg/640px-David_Copperfield_%2528DC_Bullett_Photo%2529.jpg&w=640&q=50)
დეივიდ კოპერფილდი (ილუზიონისტი)
From Wikipedia, the free encyclopedia
დეივიდ კოპერფილდი (დეივიდ სეთ კოტკინი; ინგლ. David Copperfield; დ. 16 სექტემბერი, 1956) — ამერიკელი ილუზიონისტი და ჰიპნოტიზიორი. ჟურნალ „Forbes“-ის მიხედვით იგი ისტორიაში კომერციული თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული ილუზიონისტია.[2] 38 საერთო ნომინაციიდან კოპერფილდს 21 ემის ჯილდო აქვს მოგებული. ცნობილია აგრეთვე ფსევდონიმით „დავინო“. ჰოლივუდის დიდების ხეივანზე გახსნილი აქვს ვარსკვლავი,[3] გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში 11-ჯერ არის მოხვედრილი;[4] საფრანგეთის მთავრობისგან მიღებული აქვს რაინდის წოდება.[5][6] აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკამ იგი დაასახელა როგორც „ცოცხალი ლეგენდა“.[7] საერთო ჯამში კოპერფილდს გაყიდული აქვს 40 მილიონზე მეტი ბილეთი და მისი საერთო მოგება 4 მილიარდს აღწევს.[8]
სწრაფი ფაქტები დეივიდ კოპერფილდი, დაბადების სახელი ...
დეივიდ კოპერფილდი | |
---|---|
![]() | |
დაბადების სახელი | დეივიდ სეთ კოტკინი |
დაბადების თარიღი |
16 სექტემბერი, 1956 მეტაჩენი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
მეუღლე(ები) |
კლაუდია შიფერი (1993-1999) კლოი გოსელინი (2006-დღემდე)[1] |
შვილ(ებ)ი | 1 |
დახურვა