From Wikipedia, the free encyclopedia
დეზმონდ თომას დოსი (ინგლ. Desmond Doss) (დ. 7 თებერვალი, 1919 — გ. 23 მარტი, 2006) — ამერიკელი საველე ექიმი. მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში. ოკინავის ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცის გამო, ის გახდა პირველი და ერთადერთი conscientious objector-ი (ადამიანი, რომელიც იდეური თვალსაზრისით ან რელიგიური მოტივით წინააღმდეგია სამხედრო სამსახურის), რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
დეზმონდ დოსი | |
---|---|
Desmond Doss | |
დაბადების თარიღი | 7 თებერვალი, 1919 |
დაბადების ადგილი | ლინჩბურგი, ვირჯინია |
გარდაცვალების თარიღი | 23 მარტი, 2006 (87 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პიედმონტი, ალაბამა |
კუთვნილება | ამერიკის შეერთებული შტატების არმია |
ჯარის სახეობა | აშშ-ის არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1942-1946 |
წოდება | კაპრალი |
ნაწილი | ბრავო ასეული, პირველი ბატალიონი, 307-ე ქვეითი პოლკი, 77-ე ქვეითი დივიზია |
ბრძოლები/ომები | მეორე მსოფლიო ომი |
ჯილდოები |
ღირსების ორდენი ბრინჯაოს ვარსკვლავი (2) მეწამული გული (3) |
კავშირი |
დოროთი დოსი (1942-1991) ფრენსის დოსი (1993-2006) |
დეზმონდ დოსის მსგავსად ღირსების მედლით დაჯილდოვდნენ ვიეტნამის ომში მონაწილე თომას ბენეტი (1947-1969) და ჯოზეფ ლეფოინთი (1948-1969)
დეზმონდ დოსი დაიბადა ლინჩბურგში, (ვირჯინია) ვილიამ თომას დოსისა და ბერტა დოსის ოჯახში[1][2]. დეზმონდის დედამ ის აღზარდა, როგორც მეშვიდე დღის ადვენდისტი (პროტესტანტული სექტა ამერიკის შეერთებულ შტატებში). დოსი ბავშვობიდანვე ვეგეტარიანელი იყო და უარყოფდა ძალადობას.
დეზმონდმა ადრეულ ასაკში შეწყვიტა სკოლაში სიარული[3], რათა დახმარებოდა მშობლებსა და და-ძმებს „დიდი დეპრესიის“ პერიოდში.
მეორეს მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, დოსი ნიუპორტ ნიუსის (ვირჯინია) გემთსაშენში მუშაობდა[4]. დეზმონდი ვადის გაგრძელების ნაცვლად [5], 1942 წლის პირველ აპრილს შეიარაღებული ძალების რიგებში ჩაეწერა [3]. ის გაგზავნეს სამხრეთ კაროლინაში არსებულ ფორტ ჯექსონის საწრვთნელ ბანაკში. მისი ძმა, ჰაროლდ დოსი ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტის გემ USS Lindsey-ზე მსახურობდა[6]. დოსმა, როგორც მეშვიდე დღის ადვენტისტმა უარი თქვა იარაღის ტარებასა და ადამიანის მოკვლაზე[7]. სწორედ ამიტომ, დოსი გახდა ექიმი და მეორე ოცეულში ჩაირიცხა (ბრავო ასეული, პირველი ბატალიონი, 307-ე ქვეითთა პოლკი, 77-ე ქვეითთა დივიზია). 1944 წელს,დოსი თავის ოცეულთან ერთად ფილიპინებისა და გუამის ბრძოლებში მონაწილეობდა , სადაც ღია ცეცხლის ქვეშ დაჭრილების დახმარების გამო ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვდა. ოკინავის ბრძოლის დროს, მან 75 მებრძოლის სიცოცხლე იხსნა და 4-ჯერ დაიჭრა[4] and was evacuated on May 21, 1945 aboard the USS Mercy. დოსის ევაკუაცია 1945 წლის 21 მაისს მოხდა USS Mercy-ის საზღვაო ჰოსპიტალში[8] .
1946 წელს, დოსს ტუბერკულოზის დიაგნოზი დაუსვეს (დეზმონდი კუნძულ ლეიტზე დაავადდა)[8] . მან კიდევ ხუთ წელიწად-ნახევარი გააგრძელა სამხედრო სამსახური, რაც მას ხუთი ნეკნისა და ცალი ფილტვის ფასად დაუჯდა. 1951 წელს დოსი ღირსეულად გავიდა თადარიგში[9][10]. ანტიბიოტიკების გადაჭარბებული რაოდენობის გამო, დოსმა სრულად დაკარგა ყურთა სმენა, თუმცა 1988 წელს ლოკოკინის იმპლანტმა მას სმენა აღუდგინა[8] . მრავალი ტრავმის მიუხედავად, დოსმა შეძლო ოჯახის ყოლა და დამკვიდრება რაიზინგ ფოუნში (ჯორჯია)[1][8].
1942 წლის აგვისტოში დოსი დაქორწინდა დოროთი შუტეზე და მათ ვაჟი, დეზმონდ "ტომი" დოს უმცროსი ეყოლათ[8] . დოროთი 1991 წლის 17 ნოემბერს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო დაიღუპა[8] . დოსი ხელახლა, 1993 წელს, ფრენსის დამენზე დაქორწინდა[1][11] .
2006 წლის 23 მარტს თავისსავე სახლში (პიედმონტი, ალაბამა) გარდაიცვალა დეზმონდ დოსი[12]. ამავე დღეს გარდაიცვალა ღირსების ორდენის კავალერი დევიდ ბლიქი. 2006 წლის 3 აპრილს დეზმონდ თომას დოსი ჩატანუგას (ტენესი) ეროვნულ სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს[13].
დეზმონდ დოსის ჯილდოები[14]
სამხედრო ექიმის ემბლემა | |||||
ღირსების ორდენი | |||||
ბრინჯაოს ვარკსვლავი მუხის ფოთლის კონითა და V ემბლემით | მეწამული გული მუხის ფოთლების კონით | სამაგალითო საქციელის მედალი | |||
ამერიკული კამპანიის მედალი | აზია-წყნარი ოკეანის კამპანიის მედალი ისრის წვერითა და 3 ბრინჯაოს ვარსკვლავით | მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მედალი | |||
ფილიპინების განთავისუფლების მედალი ბრინჯაოს ვარსკვლავით | Army Presidential Unit Citation | Meritorious Unit Commendation | |||
77-ე ქვეითი დივიზია |
წოდება და ორგანიზაცია : პირველი კლასის რიგითი, ამერიკის შეერთებული შტატების არმია, სამედიცინო დანაყოფი, 307-ე ქვეითი პოლკი, 77-ე ქვეითი დივიზია.
ადგილი და დრო: ოკინავა, რიუკიუს კუნძულები , 29 აპრილი, 1945 - 21 მაისი, 1945
შევიდა სამსახურში : ლინჩბურგი, ვირჯინია
დაბადების ადგილი და თარიღი: ლინჩბურგი, ვირჯინია. 7 თებერვალი, 1919
ამერიკის შეერთებეული შტატების პრეზიდენტს, კონგრესის სახელით, მაქვს პატივი ღირსების ორდენზე წარვადგინო პირველი კლასის რიგითი (პკრ) დეზმონდ დოსი რიუკიუს კუნძულების, ურასო მურას და ოკინავას კუნძულებზე გამოჩენილი სიმამაცისა და თავდადებისთვის. ის მსახურობდა სამედიცინო დანაყოფში (307-ე ქვეითი პოლკი, 77-ე ქვეითი დივიზია). პირველი ბატალიონის შეტევის დროს, პკრ დოსი სანიტრად მსახურობდა. როდესაც ჩვენმა დანაყოფებმა მწვერვალს მიაღწიეს, ისინი არტილერიისა და მძიმე ტყვიამფრქვევების ცეცხლის ქვეშ მოყვნენ, რა დროსაც 75 სამხედრო დაიჭრა. ბატლიონმა უკან დახევის ბრძანება მიიღო, რომელსაც პკრ დოსი არ დაემორჩილა და 75-ვე სამხედრო მარტომ გამოიყვანა სამშვიდობოს. 2 მაისს, მან შემაღლებიდან 200 იარდით დაშორებული დაჭრილი გამოიყვანა. 2 დღის შემდეგ მან 4 კაცი გადაარჩინა, რომლებიც მღიმეზე შეტევისას დაიჭრნენ. პკრ დოსი ყუმბარების წვიმაში შევარდა, ადგილზევე შეახვია თანამებრძოლების ჭრილობები და სათითაოდ გამოიყვანა . 5 მაისს ის არ შეუშინდა მტრის არტილერიისა და მსუბუქი იარაღის ცეცლხს, რათა არტილერიის ოფიცერს დახმარებოდა. მან შეუხვია თანამებრძოლს ჭრილობა. დოსის გარშემო არტილერიისა და ყუმბარმტყორცნთა ჭურვები ფეთქდებოდა, თუმცა მან მაინც შეძლო დაჭრილი ოფიცრის გამოყვანა. ამ დღის შემდეგ, მღვიმესთან ერთ-ერთი ამერიკელი სამხედრო მძიმედ დაიჭრა. პკრ დოსი მიხოხდა თანამებრძოლთან,რომელიც მხოლოდ 25 ფიტის მანძილზე იყო მტრის პოზიციას დაშორებული. მან აღმოუჩინა თანამებრძოლს პირველადი დახმარება და მტრის ძლიერი ცეცხლის მიუხედავად მაინც გაიყვანა უსაფრთხო ადგილას, რომელიც 100 იარდით იყო დაშორებული. 21 მაისს , შურისთან ახლოს, ღამის შეტევისას , პკრ დოსი მიუხედედავად იმისა, რომ დიდი იყო რისკი ის იაპონელში არეოდათ და ესროლათ , მაინც ეხმარებოდა დაჭრილებს რა დროსაც ყუმბარა აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა. პკრ დოსმა არ მოუხმო სხვა სანიტარს დასახმარებლად, თვითონვე დაიმუშავა ჭრილობები და 5 საათი ელოდა საკაცეს, რომ გაეყვანათ თავშესაფარში. როდესაც პკრ დოსი გამოყავდათ ისინი ტანკის ცეცხლის ქვეშ მოყვნენ. დოსი გადმოხოხდა საკაციდან და დაჭრილი მეგობრებისათვის პირველადი დახმარების გაწევა დაიწყო. ხელმეორედ გაყვანისას დოსი ამჯერად სნაიპერის ტყვიამ დაჭრა და მხარი მოტეხა. გასაოცარი სიმამაცის წყალობით დოსმა შაშხანით დააფიქსირა მოტეხილი ხელი და 300 იარდი იხოხა საველე ჰოსპიტალამდე. პკრ დოსის მიერ გამოჩენილმა სიმამაცემ და გამბედაობამ მრავალი სამხედროს სისცოცხლე გადაარჩინა. ის 77-ე ქვეითი დივიზიის სიმბოლოა
—ს
2016 წლის 4 ნოემბერს გამოსული ფილმი „ჰაქსოს ქედი“ დაფუძვლებულია დეზმონდ დოსის ცხოვრებაზე სადაც მთავარ როლს ენდრიუ გარფილდი ასრულებს. ფილმის რეჟისორია მელ გიბსონი.
ასევე დოსის ცხოვრებაზეა დაფუძნებულია დოკუმენტური ფილმი The Conscientious Objector[18] და წიგნი „დაუჯერებელი გმირი"</ref> He is also the subject of the book The Unlikeliest Hero.[13].
დეზმონდ დოსი დაგ მიურეის დაწერილ Medal of honor special comic-შიც გამოჩნდა. კომიქსი Medal of Honor სერიების სპეციალური გამოშვება იყო და 1994 წლსი 1 აპრილს გამოქვეყნდა[19][20].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.