From Wikipedia, the free encyclopedia
დედა-სამშობლო (რუს. Родина-мать) — ძეგლი-ანსამბლის „სტალინგრადის ბრძოლის გმირების“ კომპოზიციური ცენტრი მამაის ყორღანზე, ქალაქ ვოლგოგრადში. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ქანდაკება მშენებლობის პერიოდში, ყველაზე მაღალი ქანდაკება რუსეთში და ევროპაში კვარცხლბეკის გარეშე.
დედა-სამშობლო Родина-мать | |
---|---|
მონუმენტი „დედა სამშობლო გეძახის“ მამაის ყორღანზე | |
კოორდინატები | 48.742278° ჩ. გ. 44.537083° ა. გ. |
მდებარეობა | რუსეთი, ვოლგოგრადი, |
არქიტექტორი | ევგენი ვუჩეტიჩი, ნიკოლაი ნიკიტინი |
მასალა | ბეტონი |
სიმაღლე | 85 მ |
დაწყების თარიღი | 1959 |
დასრულების თარიღი | 1967 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
მოქანდაკე ევგენი ვუჩეტიჩისა და ინჟინერ ნიკოლოზ ნიკიტინის ნამუშევარი არის მრავალმეტრიანი ქალის ქანდაკება, რომელსაც ფეხი აქვს წინ გადაადგმული და ხელში უჭირავს ხმალი. ქანდაკება დედა-სამშობლოს ალეგორიას წარმოადგენს, რომელიც მოუწოდებს თავის შვილებს მტერთან საბრძოლველად.
ქანდაკების მშენებლობა დაიწყო 1959 წლის მაისში და დასრულდა 1967 წლის 15 ოქტომბერს. შექმნის მომენტში ქანდაკება იყო მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობა. ძეგლი-ანსამბლის მთავარ ქანდაკებაზე სარესტავრაციო სამუშაოები ორჯერ მიმდინარეობდა: 1972 წელს და 1986 წელს. 1972 წლის რესტავრაციისას შეცვალეს ხმალი.
სავარაუდოა, რომ მოქანდაკემ ქანდაკება გამოძერწა ბადროს მტყორცნელი სპოტსმენის ნინო დუმბაძის მიხედვით, ხოლო სახე საკუთარი მეუღლის ვერას მიხედვით[1]. სხვა მოსაზრების მიხედვით ქანდაკებისათვის პოზიორობდნენ ანასტასია პეშკოვა[2], ვალენტინა იზოტოვა[3] ან ეკატერინა გრებნევა[4]. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ ქანდაკებას აქვს პარალელები პარიზის ტრიუმფალური თაღის ფიგურასთან „მარსელიოზა“. ასევე ფიქრობენ რომ ძეგლის პოზიცია შთაგონებულია გამარჯვების ქალღმერთ ნიკეს მიხედვით.
2010 წლის ოქტომბერში მუშაობა დაიწყეს ძეგლის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად[5].
მთელი ღამის განმავლობაში ქანდაკება განათებულია პროჟექტორებით.
ქანდაკება დამზადებულია რკინაბეტონისაგან. გამოყენებულია 5 500 ტონა ბეტონი და 2 400 ტონა მეტალის კონსტრუქცია (კვარცხლბეკის გარეშე).
ძეგლის საერთო სიმაღლეა 85 მეტრი[6], 87 მეტრია კვარცხლბეკთან ერთად. იგი აღმართულია ბეტონის ფუნდამენტზე, რომლის სიღრმეც 16 მეტრია. ქალის ფიგურის სიმაღლე ხმლის გარეშე არის 52 მეტრი[7]. ძეგლის მასა 8 ტონაზე მეტია.
ქანდაკება დგას კვარცხლბეკზე, რომლის სიმაღლეც 2 მეტრია, კვარცხლბეკი თავის მხრივ დგას ფუნდამენტზე, რომელიც 16 მეტრი სიღრმისაა და თითქმის არ ჩანს, მთელი ფუნდამენტი მიწის ქვეშაა მოქცეული.
ქანდაკება მასიური არაა, მის შიგნით ღრუა. შიგნით მთელი ქანდაკება შედგება პატარა ოთახებისაგან. რკინაბეტონის ქანდაკების კედლები 25-30 სმ სისქისაა. კარკასის სიმაგრეს ემსახურება 117 მეტალის ტროსი.
ხმლის სიგრძე არის 33 მეტრი და მასა 14 ტონა, იგი თავდაპირველად უჟანგი ტიტანის ფილებისაგან იყო დამზადებული. ქარის გამო ხმალმა დეფორმაცია განიცადა. ტიტანის ფირფიტები გადაადგილდა და ქარის დროს იწვევდა ხმაურს. სწორედ ამის გამო 1972 წელს უჟანგი ტიტანის ფილები მთლიანი რკინის მადნით ჩამსხმული ხმლით შეცვალეს[8][9]. ქანდაკების რკინაბეტონის კონსტრუქცია გაამაგრეს 1986 წელს ექსპერტთა ჯგუფის რეკომენდაციის შესაბამისად, რომელსაც ხელმძღვვანელობდა რომან სერიხი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.