From Wikipedia, the free encyclopedia
დედაბერი — ქართულ მითოლოგიაში და ფოლკლორში მოხუცი ქალები. ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში ცნობილია კეთილი და ბოროტი დედაბრები. კეთილი დედაბერი კაცთა მოდგმის მოსარჩლეა, ექომაგება ზღაპრის დადებით გმირებს; ბოროტი კი ფიზიკურად მახინჯი, ავსული, კაციჭამია, ირეალური არსებაა. ცხოვრობს უმთავრესად ქვესკნელში, მიუვალ ტყეში; მას ახასიათებს მითური ნიშნები, განაგებს სტიქიურ მოვლენებს, არის ტყის ბინადართა პატრონ-მფარველი, აქვს ჯადოსნური, სასწაულმოქმედი საგნები. ზღაპრებში მას კუდიანს უწოდებენ (სამეგრელოში — მზაკვარს). ბოროტი დედაბრის ფუნქციაა დადებითი პერსონაჟისთვის წინააღმდეგობის შექმნა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.