From Wikipedia, the free encyclopedia
დებუბავი-კეი-ბაჰრი, ან წითელი ზღვის სამხრეთი (ტიგ. ዞባ ደቡባዊ ቀይሕ ባሕሪ, ინგლ. Debubawi Keyih Bahri) — ერიტრეის 6 პროვინციიდან ერთ-ერთი. მისი ფართობია — 27 600 კმ². 2005 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 83 500 ადამიანს.[1][2] პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი და საზღვაო პორტი ასები.
პროვინცია | |
---|---|
დებუბავი-კეი-ბაჰრი ტიგ. ዞባ ደቡባዊ ቀይሕ ባሕሪ | |
ქვეყანა | ერიტრეა |
ადმ. ცენტრი | ასები |
კოორდინატები | 13°45′00″ ჩ. გ. 41°30′00″ ა. გ. |
ფართობი | 27 600 კმ² |
მოსახლეობა | 83 500 კაცი (2005) |
სიმჭიდროვე | 3,03 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC+3 |
ეს მიწები ითვლება ერთ-ერთ ყველაზე უფრო არასტუმართმოყვარე ადგილად დედამიწაზე, სანაპიროს გამოკლებით.
მდებარეობს წითელი ზღვის სამხრეთი ნაწილის გასწვრივ. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება სემიენავი-კეი-ბაჰრის პროვინციას, დასავლეთიდან ეთიოპიას და სამხრეთიდან ჯიბუტის. პროვინცია გადაჭიმულია 500 კმ-ზე უფრო მეტ სიგრძეზე წითელი ზღვის სანაპიროს გასწვრივ, მაგრამ მისი სიგანე მხოლოდ დაახლოებით 50 კმ-ს შეადგენს. პროვინციის ყველაზე უფრო მაღალი წერტილია — რამლუს მთა (2248 ზღვის დონიდან მეტრი). მისი ტერიტორია დანაკილის უდაბნოს ნაწილია.
პროვინციის შემადგენლობაში შედიან შემდეგი რაიონები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.