From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთის განგთა დინასტია (კან. ಪಶ್ಚಿಮ ಗಂಗ ಸಂಸ್ಥಾನ) — IV–XI ს.ს. ძველინდური დინასტია, რომელიც მთავრობდა კარნატაკში. ამ დინასტიას უწოდებენ დასავლეთის განგთა დინასტიას იმ მიზნით, რომ გამოარჩიონ ისინი აღმოსავლეთის განგთა დინასტიისაგან, რომელიც მთავრობდა XI — XV ს.ს. თანამედროვე ქალაქ ორისას ტერიტორიაზე.
დასავლეთის განგთა დინასტია ხელისუფლებაში მოვიდა სამხრეთინდური პალავების სახელმწიფოს დასუსტების შედეგად. მიღებულია მოსაზრება, რომ ამ მოვლენას ხელი შეუწყო სამუდრაგუპტას (350—376წ.წ.) დამპყრობლურმა ლაშქრობებმა სამხრეთ ინდოეთში. დასავლეთის განგები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ 350-დან 550 წლებამდე. თავდაპირველად მათი დედაქალაქი იყო კოლარი, მოგვიანებით კი - თალაკადი, რომელიც მდებარეობდა მდინარე კავერის სანაპიროზე, თანამედროვე მაისურის ოლქში.
მას შემდეგ, რაც ბადამიდან მოსულმა ჩალუკიების დინასტიამ ძალა მოიკრიბა, დასავლეთის განგები გახდნენ ჩალუკიას მმართველთა ვასალები და მათთან ერთად იბრძდნენ პალავების და კანჩის წინააღმდეგ. 753 წლიდან ჩალუკიას დინასტია შეცვალა რაშტრაკუტების დინასტიამ. როგორ დეკანში გაბატონებულმა ძალამ. დამოუკიდებლობისათვის დაახლოებით 100-წლიანი ბრძოლის შემდეგ დასავლეთის განგები ამჯერად გახდნენ რაშტრაკუტების ვასალები და წარმატებით ეხმარებოდნენ მათ ტანჯავურიდან მოსული ჩოლას დინასტიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მე-X ს. რაშტრაკუტებმა მდინარე ტუნგაბადრის სანაპიროს ჩრდილოეთით გააძევეს დასავლეთის ჩალუკიები, იმავე პერიოდში მდინარე კავერის სამხრეთით გაძლიერდა ჩოლას დინასტია. რეგიონზე დასავლეთის განგთა გავლენა დასრულდა დაახლოებით 1000 წელს, როდესაც ისინი გაანადგურეს ჩოლებმა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის განგთა სამეფოს ტერიტორია არ იყო დიდი, მან არსებითი წვლილი შეიტანა თანამედროვე სამხრეთ კარნატაკის პოლიტიკაში, ლიტერატურასა და კულტურაში. დასავლეთის განგები გამოირჩეოდნენ ყველა რელიგიის მიმართ შემწყნარებლობით, მაგრამ განსაკუთრებით გაითქვეს სახელი ჯაინიზმის მფარველობით. მათი მმართველობის პერიოდში აშენდა ისეთი ცნობილი მონუმენტები, როგორიცაა შრავანაბელაგოლას და კამბადახალის მონუმენტები. ისინი მფარველობდნენ ხელოვნებას, რამაც ააყვავა ლიტერატურა კანადურზე და სანსკრიტზე. ამ პერიოდში შეიქმნა მრავალი ნაწარმოები სრულიად სხვადასხვა თემაზე დაწყებული რელიგიიდან დამთავრებული სპილოების მოვლის სახელმძღვანელო პრინციპებამდე. დასავლეთის განგთა პერიოდში შექმნილ ნაწარმოებთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ჩავუნდარაის მიერ კანადა (ენა)ზე შექმნილი ”ჩავუნდარაი-პურანი” (978წ.).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.